სერგეი ფარაჯანოვის ფილმი — მხატვრის, რომელმაც შექმნა უნიკალური კინომეტყველება, სადაც ტრადიცია ავანგარდს ერწყმის.
მოჯადოებელი „ბროწეულის ფერი“ გვიყვება სომეხი პოეტის, საიათ-ნოვას „ცხოვრებას“, რომელიც წერდა სომხურ, ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე. ეს წარმოუდგენელი სილამაზის ნამუშევარია, შედგენილი ფერით გაჟღენთილი სტატიკური მიზანსცენების-მეტაფორების ჯაჭვისგან — გაცოცხლებული შუასაუკუნეების სომხური ფრესკებივით.
ამ ფილმს ორი ვერსია აქვს. შესაძლოა, ადრე გინახავთ უფრო გავრცელებული ვერსია, რომელიც სერგეი იუტკევიჩმა — საბჭოთა რეჟისორმა და კინოთეორეტიკოსმა — დააკურატორა ცენზურის ფარგლებში; საბოლოოდ სწორედ მას მიენიჭა სახელწოდება „ბროწეულის ფერი“. ჩვენ კი ვნახავთ რეჟისორისეულ ვერსიას — „საიათ-ნოვა“, როგორც თავდაპირველად ჩანაფიქრად ჰქონდა ფარაჯანოვს.
ორივე ვერსია აღდგენილია მარტინ სკორსეზეს ფონდის მიერ და გაციფრულებულია 4K ფორმატში.