16 აპრილს „ხელების სკოლა“-ში შეხვდებით თანამედროვე ქართველ მწერალსა და მთარგმნელს, სალომე ბენიძეს, მის ახალ წიგნ, „მარო“-ზე სასაუბროდ.
მარო მაყაშვილი პირველი ქალი იყო, რომელიც ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას შეეწირა დ ის ასევე პირველი ქალია, ვისაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
სალომე ბენიძეს 2012 წელს მიენიჭა პრემია „საბა წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში (კრებულისთვის მოხსენებითი ბარათი, გამომცემლობა ინტელექტი).
სალომე ისაუბრებს წიგნის შექმნის ისტორიაზე და თუ რა ამბები დაედო საფუძვლად აღნიშნულ გამოცემას. მაროზე საუბრის დროს, წიგნის პერსონაჟის განხილვა და მოსაზრებების გაზიარება იქნება შესაძლებელი.
სალომე ბენიძის ახალი წიგნი „მარო“ გამომცემლობა „ინტელექტმა“ თათია ნადარეიშვილის ილუსტრაციებით გამოსცა.