თავად მოთხილამურე-არქიტექტორი, მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად იყო 1984 წელს საქართველოში პირველი სამთო-სათხილამურო სკოლის დაარსების მონაწილე და მწვრთნელი. მოგვიანებით კი, 1997 წლიდან, სამთო-სათხილამურო სკოლა „დიმების“ დამფუძნებელი. იგი იყო პროფესიონალ და მოყვარულ მოთხილამურეთა არაერთი თაობის აღმზრდელი.
მისი მოწაფეები დღესაც იხსენებენ „დიმა მასწის“ როლს მათ პიროვნულ ჩამოყალიბებაში. დიმა იყო გუდაურში გამართული მრავალი შეჯიბრისა თუ პროფესიული ტურნირის „სტარტიორი“.
დასაწყისი: 11:00
დიმა თოფურიძე (1947-2016) - საქართველოში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარების ერთ-ერთი ფუძემდებელი და გუდაურის სამთო-სათხილამურო ცენტრად ჩამოყალიბების ერთ-ერთი ვეტერანი.
გუდაური — სამთო-სათხილამურო კურორტი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 16 კმ-ს შეადგენს. სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება.