აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: „სამოსელი პირველი- სოფელში ოდისევსი მოვიდა", რომელსაც ქართველი მწერალი, კინოსცენარისტი, დრამატურგი გურამ მეგრელიშილი წარუძღვება.
„სამოსელი პირველი“ გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გამორჩეული ნაწარმოებია, რომელიც ქართული ლიტერატურის კლასიკად მიიჩნევა. ტექსტი მრავალშრიანია იგი აერთიანებს ფილოსოფიურ, რელიგიურ და კულტურულ სიმბოლიკას, მეტაფორულ აზროვნებასა და რთულ ნარატიულ სტრუქტურას. ნაწარმოებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სახელების, პერსონაჟთა გზისა და ტექსტში კოდირებული მნიშვნელობების სისტემას, რაც მკითხველს მუდმივად ახალი ინტერპრეტაციების შესაძლებლობას აძლევს.
შეხვედრაზე განხილული იქნება ტექსტის კავშირი ძველ ანტიკურ ბერძნულ ლიტერატურასთან, სიმბოლოთა სისტემა, სახელების მნიშვნელობა და ის კოდირებული შრეები, რომლებიც ნაწარმოებს მრავალმნიშვნელოვან ინტერპრეტაციას სძენს.
ლექცია მიზნად ისახავს მსმენელს დაანახოს ტექსტის ახალი პერსპექტივა და სხვაგვარად წაკითხვის შესაძლებლობა ნაწარმოების, რომელიც ბევრისთვის კარგად ნაცნობია, თუმცა კვლავ ინახავს ამოუხსნელ და ღრმა აზრობრივ ფენებს.
მონაწილეებისთვის რეკომენდებულია წინასწარ წაიკითხონ „სამოსელი პირველი“, რათა განხილვა იყოს მეტად ჩართული, კონკრეტულ ეპიზოდებსა და პერსონაჟებზე ორიენტირებული და შინაარსობრივად გამდიდრებული.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
