აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები მთარგმნელ თათია მემარნიშვილთან
შეხვედრის განმავლობაში თათია მემარნიშვილი ისაუბრებს:
რა განაპირობებს იაპონური კულტურის გამორჩეულობასა და მის მრავალფეროვნებას. რატომ არის განსაკუთრებულად საინტერესო იაპონური ხელოვნება, რა გზა გაიარა იაპონურმა კულტურამ დღევანდელობამდე და რატომ არის ის დღეს ასეთი მიმზიდველი.
ლექციაზე ისტორიულ ჭრილში მიმოვიხილავთ იაპონური კულტურის ფორმირების ეტაპებსა და ხელოვნების სფეროებს.
სალონურ შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი რიუნოსკე აკუტაგავასა და მის შემოქმედებაზე გაკეთდება:
აკუტაგავა იაპონიაში ნოველების მამად ითვლება. ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად 150-მდე მოთხრობის და კრიტიკული ესეს დაწერა მოასწრო.წერდა ჰაიკუებსაც. მისი მოთხრობები გამორჩეულია კულტურული იდენტობის თემებით. მიუხედავად იმისა,რომ მის ნოველებში ამბები იაპონიის ისტორიის სხვადასხვა ეპოქასა თუ ქალაქში ხდება, საოცრად უნივერსალურია და დღევანდელ მსოფლიოშიც აქტუალობას არ კარგავს.
გელით შეხვედრაზე სადაც შესაძლებლობა გექნებათ მოისმინოთ ზემოთ აღნიშნული თემები და დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები.
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
