საჯარო ლექცია "არალიბიდინალური ეკონომიკა, სურვილი და სექსუალურობა" თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
საჯარო ლექცია

საჯარო ლექცია "არალიბიდინალური ეკონომიკა, სურვილი და სექსუალურობა"

ჩვენ ჩვეულებრივ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკა შემოიფარგლება მხოლოდ კეთილდღეობის საკითხებით. მაგრამ შეიძლება თუ არა პოლიტიკური ეკონომიკა აყალიბებდეს სხეულებს, ქცევას, კულტურას, სურვილს და სექსუალობასაც კი? ამ მოხსენებაში ქეთი ჩუხროვი შეადარებს ეკონომიკის ლიბიდინურ და არალიბიდინურ ფორმებს და განიხილავს ეკონომიკის გავლენას კოლექტიური სურვილის და კულტურული ჰორიზონტის ჩამოყალიბებაზე. ეს და სხვა საკითხები განხილული იქნება შეხვედრაზე. ქეთი ჩუხროვი (ჩუხრუკიძე) - ლინჩოპინგის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი (შვედეთი). 2022-2023 წლებში იყო კარლსრუეს ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. 2022 წლის ნოემბრამდე მუშაობდა პროფესორად ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში (მოსკოვი), ფილოსოფიისა და კულტურის სკოლაში. 2017-2019 წლებში იყო მარი სკლოდოვსკა-კიურის სტიპენდიატი დიდ ბრიტანეთში. მას ეკუთვნის მრავალი ტექსტი ხელოვნების თეორიისა და ფილოსოფიის შესახებ. მისი წიგნი „Practicing the Good. Desire and Boredom in Soviet Socialism" (2020) განიხილავს სოციალისტური პოლიტიკური ეკონომიკის გავლენას ისტორიული სოციალიზმის კულტურასა და საზოგადოებაზე. მის წიგნებს შორისაა მონოგრაფიები: “To Be—To Perform. თეატრი ხელოვნების ფილოსოფიურ კრიტიკაში (2011) და დრამატული პოემების კრებული: ‘მხოლოდ და მხოლოდ ადამიანები’ (2010). მისი კვლევითი ინტერესები და პუბლიკაციები ეხება პერფორმატიულობის ფილოსოფიას, კაპიტალისტური და არაკაპიტალისტური საზოგადოებების შედარებით ეპისტემოლოგიებს, და ხელოვნებას, როგორც გლობალური თანამედროვეობის ინსტიტუტს. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/Lj7RmTbRgX9ZhLHp6  
საჯარო ლექცია "არალიბიდინალური ეკონომიკა, სურვილი და სექსუალურობა"
1 P. Saakadze St., Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

30 მარტს, 10:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო ლექცია - "არალიბიდინალური ეკონომიკა, სურვილი და სექსუალურობა". ღონისძიება ფსიქოანალიტიკური ასოციაციის სემინარების ფარგლებში ტარდება.
 
ლექციას წარუძღვება ქეთი ჩუხროვი (ჩუხრუკიძე) - ლინჩოპინგის (შვედეთი) და კარლსრუეს (გერმანია) უნივერსიტეტების მოწვეული პროფესორი.
 
მოდერატორები: გიგა მამინაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ანა ბერია - კინგსტონის უნივერსიტეტი, მოდერნული ევროპული ფილოსოფიის კვლევითი ცენტრი.

ფოტო და ვიდეო

საჯარო ლექცია

ადგილი

კავკასიის უნივერსიტეტი
კავკასიის უნივერსიტეტი
1 P. Saakadze St., Tbilisi
კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით. მისი დევიზია: "Studium Pretium Libertatis" - "ცოდნა თავისუფლების საწინდარია". CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ლექტორები.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება