SACRED BATH by ALICE MOTTA თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
SACRED BATH by ALICE MOTTA

SACRED BATH by ALICE MOTTA

SACRED BATH by ALICE MOTTA
182, D. Agmasheneblis Ave., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან30
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

27.09.2025
შაბათი
20:00
30 ₾ - 50
30 ₾ - 50
ვრცლად

აღწერა

მოძრაობის თეატრი მოხარულია უმასპინძლოს ნიჭიერ ბრაზილიელ არტისტს, ელის მოტას, 27 სექტემბერს, სპექტაკლით „SACRED BATH“.

ელის მოტა არის მულტიდისციპლინური შემოქმედი, რომელიც იყენებს ავტობიოგრაფიას როგორც თავისი შემოქმედებითი ძიების საწყის წერტილს. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია საერთაშორისო მასშტაბით. 

„Sacred Bath“ — ფიზიკური თეატრის სოლო ნამუშევარი, რომელიც ეხება სხეულის ავტონომიისა და უსაფრთხოების დაკარგვას, იკვლევს სხეულის მფლობელობასა და სულიერებას თვითშემეცნების მოგზაურობაში. ამ ფიზიკური თეატრის პიესაში, რომელიც შექმნილია ბრაზილიელი არტისტისა და პოეტის, ელის მოტას მიერ, მთავარი აქცენტი კეთდება აუტობიოგრაფიულ ისტორიებზე, საზოგადოებრივ ნორმებთან დაპირისპირებაზე და იწვევს მაყურებელს გადახედოს საკუთარი სხეულის მფლობელობისა და უსაფრთხოების აღქმას. 

პოეზიის, მოძრაობის და იუმორის ქსოვილში მოქცეული ეს ორენოვანი ნამუშევარი (პორტუგალიური და ინგლისური) წვდება სხეულის ობიექტივაციის თემას საზოგადოების სხვადასხვა წრის მხრიდან. სპექტაკლი იკვლევს სექსუალობის რთულ ბუნებას, რომელიც ფორმირდება კულტურისა და რელიგიის გავლენით, და მაყურებელს სთავაზობს თვითშემეცნების უნიკალურ გამოცდილებას.

პირველი ჩვენების შემდეგ ლისაბონში, სპექტაკლი წარმოდგენილი იყო ლონდონსა და ბრაიტონში — სადაც იგი მოხვდა South East Dance Awards-ის „ყველაზე საოცარი მოძრაობითი წარმოდგენის“ მოკლე სიაში.

ფოტო და ვიდეო

SACRED BATH by ALICE MOTTA

ადგილი

მოძრაობის თეატრი
«მოძრაობის თეატრის» ისტორია მისი დამფუძნებლის კახა ბაკურაძის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საქართველოში თეატრის გახსნამდე, კახა ბაკურაძე დასავლეთ ევროპაში მოღვაწეობდა და მრავალწლიანი პრაქტიკის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში 2000 წელს დაბრუნდა. თეატრალურ ინსტიტუტში, პანტომიმის გაკვეთილებს უტარებდა მომავალ მსახიობებს. 2001 წელს თეატრალურის სტუდენტებთან ერთად დადგა პირველი სპექტაკლი «რიჩარდ მესამე», რომელიც იმავე წელს შეფასებული იქნა როგორც წლის საუკეთესო ექსპერიმენტი. სტუდენტებისგან შეკრულმა დასმა სწორედ აქ დაანახა კახა ბაკურაძეს საკუთარი თეატრის ჩამოყალიებების შესაძლებლობა და დაიწყო მოგზაურობა, მოძრაობის სამყაროში. პირველი საჯარო გამოსვლები კახა ბაკურაძის დასმა, ყოველგავრი ანონსებისა და ანაზღაურების გარეშე ქუჩებში დაიწყო. მოძრაობის თეატრი მუდმივ მოძრაობაში იყო და შესაძლებლობის ფარგლებში იცვლიდა სარეპეტიციო ფართებს, საკუთარი თეატრის მშენებლობის დასრულებმადე (2013 წ.), რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელმა და დასმა, საკუთარი ხელით ააგეს. მას შემდეგ ამ შენობაში ერთი დღითაც არ შეწყვეტილა შემოქმედებითი საქმიანობა, რომელიც მხოლოდ თეატრალურ სპექტაკლებს არ გუსლიხმობს. კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში უამრავი შემოქმედებითი საღამო იმართენა და მათი სელექცია მხოლოდ ერთი ნიშნით ხდება - შემოქმედება უნდა იყოს საავტორო.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება