საახალწლო კარნავალი მწერლების ბარში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

საახალწლო კარნავალი მწერლების ბარში

რა დაგხვდება ❓️🎊 ზღაპრული გარემო მწერლების ბარის ახალ სივრცეში🍹 კოქტეილების ტბა, ვისკის ოკეანე, ღვინის ზღვა და ჭაჭის გუბე 😊️🎶 მწერალი დიჯეი (ცნობილი მწერალი მოიხმობს მუზებს და წარმოადგენს მუსიკალურ პლეილისტს (3 კომპოზიციას), რომელსაც თავად გაუშვებს დინამიკებში📚 რატი ამაღლობელი📚 ანა კორძაია-სამადაშვილი📚 ლაშა ბაქრაძე️🎶 ჟურნალისტი დიჯეი📺 ბექა ყორშია კარსტულ-კატაკომბური მიუკერძოებლობით წარადგენს მუსიკალურ პლეილისტს️🎶 ენჯეო დიჯეი (ცნობილი ენჯეო წარმომადგენელი გრანტის გარეშე წარადგენს მუსიკალურ პლეილისტს) სხვა ამბებს სიურპრიზად დავტოვებთ.რასაც ახლავე გაგიმხელთ, ისაა, რომ კარგად გავერთობით. ⏰დასაწყისი: 31 დეკემბრის ღამის 1 საათი🏡 მისამართი: სიონის #8 (ქარვასლა ივენთ ჰოლი)
საახალწლო კარნავალი მწერლების ბარში
8 Sioni St., Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

🎅 საახალწლო კარნავალი მწერლების ბარში 💃🕺

ჯერ სახლში და მერე მწერლების ბარში 😉
3️⃣1️⃣ დეკემბერს, ახალი წლის ღამეს კარნავალით შევხვდებით მწერლების ბარში. მოსვლა შეუძლია ყველას: მწერალს, მუსიკოსს, მეწაღეს თუ ქოუჩს. დასწრება თავისუფალია, თუმცა აუცილებელია რომელიმე წიგნის ან ფილმის პერსონაჟს განასახიერებდე ჩაცმულობით, ნიღბით ან მაკიაჟით. ყველაზე გამორჩეული ჩაცმულობის მქონე სტუმარს გადაეცემა ასლარიანი ვაუჩერი მწერლების ბარში. გამარჯვებულს ადგილზევე გამოავლენს მწერლების ბარის ადმინისტრაცია.

ადგილი

მწერლების ბარი  • H2SO4
მწერლების ბარი • H2SO4
8 Sioni St., Tbilisi
მწერლების ბარი H2S04 მდებარეობს თბილისში, სიონის 8 ნომერში (ძველი ქარვასლის ისტორიულ შენობაში). ბარის კონცეფცია და დიზაინი დაკავშირებულია საქართველოში პირველ ფუტურისტულ-დადაისტურ ჟურნალთან. ბარის ინტერიერი სრულად გაფორმებულია სწორედ ამ ესთეტიკით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება