მენიუ
კურატორი: ალექსანდერ ფლორენსკი
რუსო გიგაშვილი 1980 წელს თბილისში დაიბადა. 1997-2003 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში გრაფიკული ხელოვნების ფაკულტეტზე. აკადემიაში ძირითადად მუშაობდა მუყაოზე გრავიურის ტექნიკით.
სწავლის პერიოდში დაუმეგობრდა ტუტუ კილაძეს და თინათინ ჩხიკვიშვილს. რუსომ რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა სამხატვრო ვილაში "GARIKULA"-ში, კედლებისა და ჭერის მოხატვაში.
აკადემიის დამთავრების შემდეგ მან ფაქტობრივად შეწყვიტა ხატვა რამდენიმე წლით. 2015 წელს იგი დაუბრუნდა გრაფიკულ ხელოვნებას და ასევე დაიწყო მხატვრობა. 2017 წელს ტუტუ კილაძესთან, მაშა ივანოვასთან და ალექსანდრე ფლორენსკისთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბათუმის პლენერში.
2018 წელს ტუტუ კილაძესთან ერთად მუშაობდა არტ რეზიდენციაში „ARTELI RATCHA“. მუშაობდა აბრეშუმის ტექნიკაში ხელოვნების ფესტივალში "LIFE-N-STYLE" მონაწილეობისთვის. ამჟამად ბავშვებს ასწავლის ხელოვნებას სამხატვრო სახელოსნოში "GILI".