ჩვენ ვგეგმავდით როლური თამაშის — „მოპარული მზე“ ჩატარებას კარვების ბანაკში „თავისუფლების ტერიტორია“, მაგრამ ამინდი ჩვენს გეგმებში ჩაერია. თუმცა ჩვენ არ დავნებდებით — ბოლომდე წასასვლელად მზად ვართ! ამ შაბათს გელოდებით თბილისის მახლობლად, არსენალის მთაზე.
თამაშის სამყარო — მარადიული ღამის სამყაროა, სადაც ადამიანები ცდილობენ, ცაზე სინათლე კვლავ აანთონ. მრავალი წლის წინ დედამიწა სიბნელემ შთანთქა. ბნელმა წაიღო ყველაფერი, რაც ადრე უცვლელი და ნათელი ჩანდა — რწმენა, იმედი და სიხარული. სიბნელეში ხეტიალისას ადამიანები კარგავდნენ მეგობრებსა და ახლობლებს, ვერ ცნობდნენ ერთმანეთს, ქრებოდნენ და იღუპებოდნენ.
ქვეყნებმა და ქალაქებმა არსებობა შეწყვიტეს. გადარჩენილები ტომებად გაერთიანდნენ და დაცარიელებულ სამყაროში დაიწყეს ხეტიალი — იმ იმედით, რომ ნანგრევებში რაიმე სასიცოცხლოს იპოვიდნენ.
დრო გავიდა. ადამიანები ისწავლნენ კოცონის ანთებას. ცეცხლი ვერ ამარცხებდა სიბნელეს და ვერ ცვლიდა მზეს, მაგრამ დროებით მაინც ანათებდა მცირე სივრცეს და იცავდა მათ, ვინც მის ირგვლივ იყო. კოცონებთან მოხუცები ბავშვებს უყვებოდნენ ძველი სამყაროს ისტორიებს და იმ საშინელი დღის შესახებ, როცა მზე ჩაქრა. იმ ამბებში სიბნელე მონსტრად იქცეოდა — გიგანტურ ნიანგად, რომელმაც მზე გადაყლაპა.
ხალხს კვლავ გაუჩნდა იმედი. ცეცხლი მათი ერთადერთი იარაღი გახდა, მათი ძალა და რწმენა. ბევრმა იწამა, რომ ერთ დღეს საკმარისი სინათლე ექნებოდათ, რათა მონსტრი დაემარცხებინათ და ცაზე კვლავ აენთოთ მოპარული მზე.
თამაშში ჩვენ ვიქნებით მითოლოგიური ცნობიერების მქონე პერსონაჟები. ვივლით ღამის ტყეში სანთლებით, ვუყურებთ ჩრდილების თეატრს, ვიბრძოლებთ, შევაგროვებთ რესურსებს, ავაშენებთ თავშესაფრებს და, ვინ იცის, იქნებ ნიანგსაც დავამარცხებთ.
ღონისძიება დაიწყება დაახლოებით 20:00 საათზე და გაგრძელდება 01:00–02:00 საათამდე.
სათამაშოდ გაეცანით წესებს, გადადით პროფილში ბმულზე, ჩაერთეთ გამოკითხვაში და მიიღებთ წვდომას მონაწილეთა არხზე.
მობრძანდით და მოიყვანეთ მეგობრები!