შურისძიება თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
შურისძიება

შურისძიება

შურისძიება
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან20
ქართული

განრიგი

27.05.2026
ოთხშაბათი
19:00
20

აღწერა

აჰმეთ მითჰათ ეფენდი

შურისძიება

ერთ მოქმედებად


დამდგმელი რეჟისორი - გოჩა კაპანაძე

მხატვარი - ლომგულ მურუსიძე

კოსტიუმების მხატვარი - ქეთევან ციციშვილი


მონაწილეობენ: 

მაკა გელაძე, თამარ გოგიძე, ნიკოლოზ გოგიძე, დალი დოიჯაშვილი, თინათინ კობალაძე, ლელა მახნიაშვილი, ცოტნე მეტონიძე, გიორგი მთავრიშვილი, მამუკა პავლიაშვილი, მევლუდ სამადალაშვილი, მადონა ტეხური, იური ფოფხაძე, ქრისტინე ჩხიკვაძე, ვაჟა ციცილოშვილი, ანა ხურციძე


სპექტაკლი შექმნილია თურქი კლასიკოსი მწერლის რომანის - "შურისძიება ანუ ქართველი ქალის" მიხედვით. სპექტაკლი ისტორიული ხასიათისაა და ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას, საქართველოს რუსეთის გუბერნიად გამოცხადებას და სამეფო ოჯახების გადასახლებას ეხება. ელენე, მეფე გიორგი XII-ს ქალიშვილი, დაიფიცებს, რომ შურს იძიებს საქართველოს მთავარმართებელ პავლე ციციანოვზე, სამეფო ოჯახისა და ქვეყნის ღალატისთვის...


სპექტაკლი გაიმართება რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე.


დაწყების დრო - 19 საათი

სპექტაკლის ხანგრძლივობა - 90 წთ.

ასაკობრივი შეზღუდვა - 8+


თეატრის დირექტორი - გოჩა კაპანაძე 

სპექტაკლი განხორციელდა ცხინვალის მაჩაბლის თეატრის 150 წლის საიუბილეოდ, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

ფოტო და ვიდეო

შურისძიება

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება