ვკითხულობთ ფროიდს გიორგი მაისურაძესთან ერთად თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ვკითხულობთ ფროიდს გიორგი მაისურაძესთან ერთად

ვკითხულობთ ფროიდს გიორგი მაისურაძესთან ერთად

ვკითხულობთ ფროიდს გიორგი მაისურაძესთან ერთად
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან990
advertising
ქართული

აღწერა

ფროიდის გავლენა XX და XXI საუკუნეების კულტურაზე იმდენად ფუნდამენტურია, რომ გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას - არსებობს სამყარო ფროიდამდე და ფროიდის შემდეგ. 
 

ვინ იყო ზიგმუნდ ფროიდი და რატომ არ კარგავს აქტუალურობას ერთი საუკუნის წინ შექმნილი მისი მოძღვრება?

 


ამ კითხვაზე პასუხი არა იმდენად მისი ცალკეული მოსაზრებების უცდომელობაშია საძიებელი, რამდენადაც თავად ფროიდის მიერ შექმნილი ფსიქოანალიზის, როგორც ადამიანის და მისი ხელქმნილი სამყაროს აღქმის და გაგების ახლებურ პერსპექტივაში. არაცნობიერი ფსიქიკის აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა თავად ადამიანის ხატი - ის მრავალგანზომილებიან არსებად წარმოაჩინა, რომელიც არა მხოლოდ ცნობიერად აზროვნებს, არამედი მისი აზრების და ქმედებების უდიდესი ნაწილი „ბნელი ინსტინქტებით“, არაცნობიერი ლტოლვებითაა განპირობებული. შესაბამისად, ყველაფერი, რაც ადამიანის ხელით თუ გონებით იქმნება - პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რელიგია, ხელოვნება - მნიშვნელოვანწილად ამ უხილავი და ბურუსით მოცული ვნებების გამოვლინებებია. 
 

ფროიდის თხზულებების კითხვა და მათზე მსჯელობა გვეხმარება როგორც ზოგადად ადამიანის, ჩვენი ცივილიზაციისა და კულტურის, ასევე საკუთარი თავის უკეთესად აღქმასა და გაგებაში. 

ვიკრიბებით კვირაში ერთხელ (ხუთშაბათს)


შეხვედრის დაწყების დრო განისაზღვრება მონაწილეებთან შეთანხმებით.

კურსის ხანგრძლივობა 3 თვე, დასაწყისი - 19.02
კურსი მოიცავს 12 შეხვედრას

 

ასაკობრივი შეზღუდვა: 15+
საფასური: 990 ლარი

ფოტო და ვიდეო

ვკითხულობთ ფროიდს გიორგი მაისურაძესთან ერთად

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება