ფეოდალის ახალგაზრდა ცოლის (ოთხიდან უმცროსის) ცხოვრება გადის გარესამყაროს თვალს მიღმა, მდიდარი მეუღლის სახლში, სადაც ყველაფერი მკაცრი წესრიგით არის მოწყობილი. ამ სახლში ყველა — უპირველესად ქალები და ბავშვები — მკაცრ კანონებს ემორჩილება. სივრცე და ადამიანები აქ ერთიანად, გამართულ მექანიზმად ფუნქციონირებენ, რის გამოც კიდეც შემზარავი ფინალი გარკვეულწილად კანონზომიერად აღიქმება.
