მენიუ
ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია უძველესი ქართული წესია, რომელიც საუკუნეებს ითვლის. ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი ის ადგილია, სადაც ამ ტრადიციების თანაზიარი გახდები, მიიღებ ცოდნას და დაათვალიერებ საინტერესო ექსპონატებს.
ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში გთავაზობთ ექსკურსიას, რომელიც მუზეუმის ხუთივე საგამოფენო სივრცეს დაგათვალიერებინებს. აქვე იხილავთ ქვევრის რვამეტრიან მონუმენტს, მარანსა და საკოლექციო ღვინოს, გაიგებთ ინფორმაციას ქართული ვაზის შესახებ და უნიკალურ ფოტოებსაც დაათვალიერებთ.
მისი დათვალიერებისას თქვენ ქართული ღვინის ტრადიციების სამყაროში იმოგზაურებთ, სადაც ისტორიასაც გაეცნობით და ღვინის დაყენების პროცესის თანამონაწილეც გახდებით. მუზეუმის მთავარი ექსპონატი, სამი 500-ლიტრიანი, 1/3-ზე გაჭრილი ქვევრია, რომელთაც მინა აქვთ მიფარებული და ვიზიტორს შეუძლია, დააკვირდეს: დაწურვას, დუღილს, თვითდაწმენდას, ბუნებრივ ფილტრაციას, ღვინის შექმნის პროცესს ცოცხლად.