ფსიქოლოგიური უსაფრთხოება და სამუშაო გარემო თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ფსიქოლოგიური უსაფრთხოება და სამუშაო გარემო

ფსიქოლოგიური უსაფრთხოება და სამუშაო გარემო

ფსიქოლოგიური უსაფრთხოება და სამუშაო გარემო
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან50
advertising
ქართული

განრიგი

07.11.2025
პარასკევი
20:00
50

აღწერა

აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, „ორგანიზაციული კეთილდღეობა:მართვის ფსიქოლოგიური ასპექტები" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები მაია ხოსიტაშვილთან.

 ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა ორგანიზაციაში განსაკუთრებით საყურადღებო გახდა პანდემიის შემდეგ. ორგანიზაციისა და გუნდების მართვაში ჩართულმა პროფესიონალებმა ნათლად დაინახეს მჭიდრო კავშირი ბიზნესის ინდიკატორებსა და თანამშრომელთა კეთილდღეობის მდგომარეობას შორის.

 კვლევების თანახმად, მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევები თანამშრომელთა დაბალი პროდუქტიულობის გავლით ბიზნესის შედეგებსა და ფინანსურ დანაკარგებში აისახება.

 შეხვედრაზე განვიხილავთ, ერთი მხრივ, რა განსაზღვრავს ადამიანების კეთილდღეობას, ხოლო მეორე მხრივ — რა არის მნიშვნელოვანი ორგანიზაციული ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობისთვის. საბოლოოდ კი ვიპოვით პასუხს კითხვაზე: როგორ შევუთავსოთ სამუშაოს ეფექტიანობა ადამიანურ კეთილდღეობას.


 რას განვიხილავთ ვორქშოპზე:

 სამუშაო გარემო და მენტალური ჯანმრთელობის ძირითადი გამოწვევები;

 რა არის ფსიქოლოგიური უსაფრთხოება და როგორ გავლენას ახდენს ის თანამშრომელთა მოტივაციასა და ჩართულობაზე;

 მენტალური ჯანმრთელობის საკითხის დესტიგმატიზაციის აუცილებლობა;

 როგორ ამოვიცნოთ ტოქსიკური სამუშაო გარემოს ნიშნები და ავირიდოთ პროფესიული გადაწვა (burnout);

 როგორ შეგვიძლია, როგორც ლიდერებმა, ასევე გუნდის წევრებმა, შევქმნათ ნდობაზე, მხარდაჭერასა და ღიაობაზე დაფუძნებული ჯანსაღი სამუშაო კულტურა, სადაც შეცდომა სასჯელი კი არა — განვითარების შესაძლებლობაა;

 როგორ უკავშირდება ფსიქოლოგიური უსაფრთხოება ISO 45003 სტანდარტს — პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის კონტექსტში.


 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო


შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

ფოტო და ვიდეო

ფსიქოლოგიური უსაფრთხოება და სამუშაო გარემო

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება