Professional Boxing Grand Show თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
Professional Boxing Grand Show

Professional Boxing Grand Show

Professional Boxing Grand Show
May 26 sqr. 1, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან10
advertising
ინგლისური, რუსული, ფრანგული, ქართული

აღწერა

მსოფლიო ჩემპიონატის ქამარი, საქართველოს ჩემპიონატის ქამარი და მსოფლიო კრივის ლეგენდა ლენოქს ლიუსი თბილისში!

საქართველოს პროფესიული კრივის კავშირი, თბილისის მერიისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, World Boxing Promotion-ისა და Boxing Group Promotion-ისთან ერთად, 26 სექტემბერს სპორტის სასახლეში ქართველ კრივის გულშემატკივრებს კიდევ ერთ მსოფლიო დონის შოუს სთავაზობს! მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე მსოფლიო კრივის ვარსკვლავები და საქართველოს სხვადასხვა ქალაქის საკლუბო ლიდერები. მაყურებელი იხილავს რეიტინგულ ორთაბრძოლებს, საქართველოს ჩემპიონატის ქამრის გათამაშებას და 12 რაუნდიან ბრძოლას მსოფლიო ჩემპიონატის ქამრისთვის!

ღონისძიებას ესწრება კრივის მსოფლიო ლეგენდა, ოლიმპიური ჩემპიონი, პროფესიულ კრივში მძიმე წონის უპირობო ჩემპიონი და ბრწყინვალე ვარსკვლავი ლენოქს ლიუსი, ასევე ქართველი კრივის გამორჩეული წარმომადგენლები.

კრივის შოუს მთავარ ბრძოლაში დაუმარცხებელი ახალგაზრდა პროფესიონალი მოკრივე გივი თოდუა იბრძოლებს საშუალო წონაში WBF-ის მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის. მას დაუპირისპირდება გამოცდილი ტაილანდელი მოკრივე და მსოფლიო ქამრის პრეტენდენტი ფიმირ ჩონკუნი (რეკორდი 19-3), რომელიც ორჯერ იბრძოდა WBC Asia-ს ჩემპიონის ქამრისთვის. ბრძოლას პირადად გაუწევს ზედამხედველობას WBF-ის პრეზიდენტი ჰოვარდ გოლდბერგი!

63 კგ წონით კატეგორიაში გაიმართება 10 რაუნდიანი ბრძოლა საქართველოს ჩემპიონატის ქამრისთვის, სადაც რეიტინგის ლიდერები — ცნობილი და პოპულარული მებრძოლები ლევან იანქოშვილი და აკაკი კაკრიაშვილი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

გამოცდილი მებრძოლები და ქართული კრივის გამორჩეული სახეები იაგო ქიზირია და ირაკლი ალანიძე ჩაატარებენ 6 რაუნდიან რეიტინგულ ბრძოლებს უცხოელ მოწინააღმდეგეებთან.

4 რაუნდიან რეიტინგულ ორთაბრძოლებში მაყურებელი იხილავს ქართულ საკლუბო კრივში მოღვაწე გამორჩეული პროფესიონალი მებრძოლების დაპირისპირებებს.

ფოტო და ვიდეო

Professional Boxing Grand Show

ადგილი

თბილისის სპორტის სასახლე
თბილისის სპორტის სასახლე — სპორტული დარბაზი საქართველოს დედაქალაქ თბილისში. დარბაზი დიდი დასწრებადობით მასპინძლობს საკალათბურთო, სახელბურთო, საჩოგბურთო, ძიუდოს, კრივის შეხვედრებს. 1957 წელს დაწყებული მშენებლობა დასრულდა 1961 წელს. შენობა გაიხსნა იმავე წელს. მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ არქიტექტორები ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, იური კასრაძე, თემო ჯაფარიძე და კონსტრუქტორი დავით ქაჯაია. თბილისის სპორტის სასახლის სცენაზე კონცერტები გამართეს იან გილანმა, ალა პუგაჩოვამ და სხვებმ
ამ ადგილის ყველა ღონისძიება