პროექტ "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები"-ის პრეზენტაცია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
პროექტ

პროექტ "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები"-ის პრეზენტაცია

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები“-ზე იმუშავებენ პროექტის ხელმძღვანელი - ლევან დარბაიძე, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი და გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; ეკა არეშიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და რენატე ვინტერი, ავსტრიელი მოსამართლე სიერა ლეონეს სპეციალური სასამართლოში და ექსპერტი საოჯახო სამართლის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემების, ქალთა მართლმსაჯულების საკითხებში. იგი გახლავთ ბავშვთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის (IDE) დამფუძნებელი წევრი.   პროექტის კოორდინატორია კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი - ლევან მოსახლიშვილი.   პრეზენტაციის მიზანია სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფა კომენტარების შემუშავებისას
პროექტ "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები"-ის პრეზენტაცია
1 P. Saakadze St., Tbilisi
advertising
ინგლისური, ქართული

აღწერა

25 იანვარს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები“ -ის პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარების შემუშავება.
 
პროექტი დაფინასებულია სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

ფოტო და ვიდეო

პროექტ

ადგილი

კავკასიის უნივერსიტეტი
კავკასიის უნივერსიტეტი
1 P. Saakadze St., Tbilisi
კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით. მისი დევიზია: "Studium Pretium Libertatis" - "ცოდნა თავისუფლების საწინდარია". CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ლექტორები.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება