Billboard Georgia Stage, 24 სექტემბერს, ბილბორდ საქართველოს მიერ ორგანიზებული კონცერტების სერიის ფარგლებში, ქართველი ჯაზ შემსრულებლის, ბას - გიტარისტი ხატია ქორიძის სადებიუტო ალბომის პრეზენტაციას „რესპუბლიკა ტერასა” უმასპინძლებს.
რესტორანი რესპუბლიკა არის მაღალი კლასის რესტორანი არაჩვეულებრივი ატმოსფეროთი და ტერასით. ეს არის პირველი და ერთადერთი რესტორანი საქართველოში, რომელიც გთავაზობთ გრილზე მომზადებულ დავარგებულ თევზს და სხვა უამრავ სიახლეს. გვიანი საუზმის მენიუ 11:00-15:00, დინერის მენიუ 11:00-00:00.