დანაშაული და სასჯელი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
დანაშაული და სასჯელი

დანაშაული და სასჯელი

დანაშაული და სასჯელი
8, K. Marjanishvili St.
ბილეთის ფასი
დან15
advertising
ქართული

აღწერა

ერთი წლის წინ ჩავიფიქრეთ ტრილოგია ძალადობის თემაზე. ტრილოგიის პირველი ნაწილი გახლავთ ტოლსტოის „კრეიცერის სონატა“ , რომელიც ოჯახური ძალადობის თემას ეხება. ტრილოგიის მეორე ნაწილია ფიოდორ დოსტოევსკის ,,დანაშაული და სასჯელი,“ - სადაც ნაჩვენებია ძალადობის საშუალებით წარმატების მიღწევის და შინაგანი მიზნების გადალახვის სურვილი და ამავდროულად მისი დამანგრეველი ძალის სირთულე. ტრილოგიის მესამე ნაწილზე ჯერ კიდევ ვფიქრობთ, თუმცა ეს შეიძლება იყოს დოსტოევსკის ,,ეშმაკეულნი“, რომელიც ძალადობას სოციალურ - პოლიტიკურ ჭრილში გამოხატავს და იმარჯვებს კიდეც ბოროტი ძალა. პანდემიის პერიოდმა გვაიძულა ამ სპექტაკლის რეპეტიციები 9 თვის განმავლობაში გაგვეგრძელებინა. დრომ შემოქმედებით ჯგუფს საშუალება მოგვცა ამ გენიალურ ნაწარმოებს საფუძვლიანად ჩავღრმავებოდით, ამით დიდი საჩუქარი გავუკეთეღ ჩვენს თავს, ინტელექტუალებს და არა მხოლოდ მათ...

ფოტო და ვიდეო

დანაშაული და სასჯელი

ადგილი

მარჯანიშვილის თეატრი
მარჯანიშვილის თეატრი
8, K. Marjanishvili St.
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი დაარსდა ქუთაისში 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა. აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლით „სამგროშიანი ოპერა“, გიზო ჟორდანიას რედაქციით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება