"არაბული ლიტერატურის ბიბლიოთეკის" ორი ახალი თარგმანის წარდგენა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა

"არაბული ლიტერატურის ბიბლიოთეკის" ორი ახალი თარგმანის წარდგენა

"არაბული ლიტერატურის ბიბლიოთეკის" ორი ახალი თარგმანის წარდგენა
Tbilisi, Georgia
ქართული

აღწერა

3 აპრილს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამომცემლობა „ინტელექტის“ სერიიდან „არაბული ლიტერატურის ბიბლიოთეკის“ ორი ახალი გამოცემის – იბრაჰიმ ალ-ქუნის „ქვიდან ნაჟური სისხლის“ და ოსამა ალ-ისას „ბეთლემის შეშლილების“ წარდგენა გაიმართება. 

წიგნებს წარადგენს მთარგმნელი დარეჯან გარდავაძე. 

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ-ს I კორპუსი, მეორე სართული, თსუ-ს მუზეუმი. 

დასწრება თავისუფალია.

ფოტო და ვიდეო

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება