ექსპრესიული არტთერაპიის პოტენციალი მენტალური ჯანმრთელობის მართვაში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ექსპრესიული არტთერაპიის პოტენციალი მენტალური ჯანმრთელობის მართვაში

ექსპრესიული არტთერაპიის პოტენციალი მენტალური ჯანმრთელობის მართვაში

ექსპრესიული არტთერაპიის პოტენციალი მენტალური ჯანმრთელობის მართვაში
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 50
advertising
ქართული

აღწერა

აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, „მენტალური ჯანმრთელობა" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები ნათია ფანჯიკიძესთან

თემა: „ექსპრესიული არტთერაპიის პოტენციალი მენტალური ჯანმრთელობის მართვაში"

არტ-თერაპია წარმოადგენს ფსიქოთერაპიულ მიდგომას, რომელიც ფართო ცნობიერების სივრცეს ფარავს და ხელოვნებას იყენებს როგორც კომუნიკაციისა და თვითგამოხატვის უნივერსალურ ენას.

არტ-თერაპია არ შემოიფარგლება მხოლოდ არავერბალური გრძნობების გამოხატვით; იგი აერთიანებს ვერბალურ პროცესებსაც, როგორიცაა ნარატიული თერაპია, ამბის თხრობის ტექნიკა, სიმბოლური პოეზიის შექმნა, მუსიკისა და მოძრაობის თერაპიის ელემენტები.

ამ მიდგომით შესაძლებელია ქვეცნობიერ ფენებთან წვდომა სპონტანური, ფანტაზიური გამოსახულებების მეშვეობით, რაც სიზმრისეულ ენასთან დიალოგის შესაძლებლობას ქმნის.

ვიზუალური ფსიქოთერაპია განსაკუთრებით ააქტიურებს ტვინის ორივე ნახევარსფეროს, რაც უზრუნველყოფს როგორც ანალიტიკურ, ასევე შემოქმედებით რესურსებზე წვდომას. ხელოვნების საშუალებით ინდივიდი იძენს უნარს ოპერატიულად გადაჭრას ფსიქიკური კონფლიქტები, მოახდინოს შინაგანი პროცესების სიმბოლური რეპრეზენტაცია და განავითაროს ის უნარები, როგორიცაა აბსტრაქტული აზროვნება, ფანტაზია, წარმოსახვის უნარი და სხვ. აღნიშნულ თემებზე გაიმართება საუბარი აზროვნების აკადემიაში 7 მაისს, სალონური საუბრების ფარგლებში, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ მოცემული საკითხების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა შეკითხვებსა და დიალოგს, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, გააღრმაონ ცოდნა და მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვანი თემებზე.

შეხვედრის პარტნიორი - ავერსი ფარმა - Aversi Pharma

დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

ფოტო და ვიდეო

ექსპრესიული არტთერაპიის პოტენციალი მენტალური ჯანმრთელობის მართვაში

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება