Polo and Pan - Batumi თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Polo and Pan - Batumi

Polo and Pan - Batumi

Polo and Pan - Batumi
ძველი ბულვარი, ნინოსშვილის ქ. (ბათუმი)
ბილეთის ფასი
დან125
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

25.07.2026
შაბათი
21:00
125

აღწერა

25 ივლისს - ღონისძიების მასშტაბიდან გამომდინარე, Mono Hall Batumi-ისა და Boom Boom Booking Agency-ის ორგანიზებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული ფრანგული დუო - Polo & Pan – ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე დაუკრავს.



ფრანგულმა დუომ Polo & Pan, 2010-იან წლებში დაიწყო ფორმირება, სადაც შემდგომში უკვე დუოს წევრებმა, პოლ არმან-დელიმ (Polo) და ალექსანდრ გრინშპანმა (Pan), პარიზის კლუბში „Le Baron“-ში გაიცნეს ერთმანეთი. იმ პერიოდში, არტისრტები ამავე კლუბის რეზიდენტები იყვნენ და ხშირად უკრავდნენ ერთად, რის შედეგადაც მათ მალევე დაიწყეს ელექტრონული მუსიკის ერთგული აუდიტორიის შეკრება მათ ირგვლივ, ხოლო ოდნავ მოგვიანებით კი, საფრანგეთის კლუბებისა და ფესტივალების საკონცერტო სცენებზე გადაინაცვლეს. წლების შემდეგ, მუსიკოსობის დახვეწის სურვილით, ისინი კლუბებიდან სტუდიაში გადავიდნენ და შექმნეს Polo & Pan.

 

მათი მუსიკალური ცოდნის სიღრმემ და პიროვნულმა ქიმიამ რეალური წარმატება მოიტანა: 2024 წლის ბოლოსთვის დუეტის ნამუშევრებს, პოპულარულ პლატფორმებზე 2 მილიარდზე მეტი სტრიმი ჰქონდა, ხოლო Spotify-ზე 3.2 მილიონი თვიური მსმენელი. Hamburger Records და Ekler–ის ლეიბლებზე გამოშვებული რამდენიმე EP–ს გარდა, საერთაშორისო აუდიტორიამდე მათი რევოლუციური სინგლები მოხვდა: 2016-ის “Canopée”, 2018-ის “Naña” და 2021-ის “Ani Kuni”. მათი პირველი ორი ალბომი, “Caravelle” და “Cyclorama”, ოქროსა და პლატინის სერთიფიკატებით არიან დაჯილდოებული.

 

Polo & Pan ხშირად მართავს გლობალურ ტურნეებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისეთ ფესტივალებზე, როგორიცაა: Coachella, Lollapalooza და Electric Daisy Carnival, ასევე ისეთ მოედნებზე, როგორებიცაა: ლოს-ანჯელესის Hollywood Bowl, დენვერის Red Rocks Amphitheatre და ნიუ-იორკის Avant Gardner–ი და მრავალი სხვა საკლუბო თუ საფესტივალო სცენა ევროპის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ამერიკის მასშტაბით.

 

„ჩვენ ვისწავლეთ ინსტრუმენტებთან მუშაობა, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი შემოქმედებითი ოსტატობა“, ამბობენ Polo & Pan. „სტუდია ისე გადავაწყეთ, რომ ყველაფერი დაკავშირებული ყოფილიყო — კომფორტულად დაკვრისა და ჩაწერისთვის — მუსიკოსები ჩანაწერებისთვის ანალოგურ მიკროფონებს და ლენტზე ჩაწერის ტექნიკას იყენებენ, რათა მათი მიზანი იყო რეტრო ჩაწერების გადმოღება: სადაც მუსიკას ხასიათი ჰქონდა და აქცენტი პირადად ჩაწერაზე იყო.“ ვოკალური და მუსიკალური თანამშრომლობის უმეტესობა სტუდიაშია ჩაწერილი, სწრაფი და ნატურალისტური წერილების ხედვით: „სცენარებიდან მაქსიმალურად პირველ ჩანაწერებს ვინახავდით, რადგან ჩვენი ფილოსოფია არ არის იძულება“, აღნიშნავენ Polo & Pan.



მსმენელის წინაშე ასევე წარსდგებიან, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრანგული მუსიკალური კომპანიის Cercle-ის პროდიუსერი - Phil Tuchmann და ლოკალური ღონისძიებების მუდმივი მონაწილე - Jino Dollini.

 

ფოტო და ვიდეო

Polo and Pan - Batumi

ადგილი

MONO HALL Batumi

მულტიფუნქციური სივრცე ბათუმში. MONO HALL-ის ფილიალი თბილისში.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება