ბოლონიაში მცხოვრები ებრაელი ბიჭის ისტორია, რომელიც 1858 წელს, მას შემდეგ, რაც ღრმადმორწმუნე მსახურმა ფარულად მონათლა, იძულებით წაიყვანეს ოჯახიდან და ქრისტიანად აღზარდეს. გაგიჟებული მშობლები — ედგარდოს ოჯახი — ყველაფერს აკეთებენ შვილის დასაბრუნებლად. თუმცა დრო გადის და ყველა ეჩვევა შექმნილ რეალობას. ბიჭი გულწრფელი კათოლიკე ხდება, პაპი ეჩვევა საზოგადოების სიძულვილს, მორტარას ოჯახიც აღარ კვდება ტკივილისგან. ყველაფერთან შეგუებაა შესაძლებელი, თუმცა მომხდარი არასდროს წყვეტს სახელმწიფო დანაშაულად დარჩენას.
კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს — ოქროს პალმის რტოს — ნომინანტი.