მშვენიერი, ოსკაროსანი მელოდრამა XIX საუკუნის ახალი ზელანდიის ცხოვრებიდან. ფილმი მოგვითხრობს მუნჯი ინგლისელი პიანისტის ისტორიას, რომელიც გაჭირვების გამო თხოვდება მოუხეშავ კოლონისტზე.
ფილმის საუნდტრეკი 100 საუკეთესო საუნდტრეკს შორისაა შეყვანილი.
ერთი „ოსკარი“ (სულ კი სამი) პატარა მსახიობმა ანა პექუინმა მიიღო – ეს მისი დებიუტი იყო. „მთლად სკამიდან გადავვარდი, როცა მან სცადა, – ამბობდა ჯეინ კემპიონი ანას კინოპრობლებზე. – მან გრძელი, წარმოუდგენლად ვნებებით სავსე ისტორია მოგვიყვა, როგორ დაკარგა ადამ ხმა, და ამას სრულიად იჯერებ. იშვიათია ასეთი ახალგაზრდა მსახიობის ასეთი ძლიერი ნიჭი“.
სამ „ოსკართან“ ერთად, ეს ფილმი ასევე გახდა პირველი „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი ქალი-რეჟისორისთვის მსოფლიო კინოფესტივალების ისტორიაში.