ფოტოკონკურსი თსუ-ში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ფოტოკონკურსი თსუ-ში

ფოტოკონკურსი თსუ-ში

ფოტოკონკურსი თსუ-ში
1, Chavchavadze Ave.
ინგლისური, ქართული

აღწერა

ფოტოკონკურსი თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტი აორგანიზებს ფოტოკონკურსს , სახელწოდებით -

“დაიჭირე წამი” - Carpe Diem.

“ დაიჭირე წამის “ კონცეფცია გულისხმობს დაკვირვებას დროსა და სივრცეზე, რადგან რა არის ობიექტურ სახელოვნებო სივრცეში იმაზე ღირებული , ვიდრე ადამიანის მიერ სუბიექტულად აღქმული გარემოა? ყველა წამი განსაკუთრებულია , ამიტომ გიწვევთ - გამოხატეთ საკუთარი ხედვა , დაგვანახეთ ცვლილებები, დროის სისწრაფე და სტუდენტური ცხოვრების უნიკალური წვრილმანები !

პროექტი წარიმართება 3 ეტაპად :

ფოტოსურათების გამოგზავნა - 30 ნოემბერი - 7 დეკემბერი ;

ნამუშევრები 8 დეკემბერს აიტვირთება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის Facebook გვერდზე, სადაც მოწონებების მიხედვით შეირჩევა 3 გამარჯვებული ;

გამოფენა - 15 დეკემბერი, 14:00-16:00 ;

პროექტის ჩატარების ადგილზე ინფორმაციას მოგაწვდით მეილის საშუალებით.

პრიზები :

/ I ადგილი - 300 ლარი ;

/ II ადგილი - 200 ლარი ;

/ III ადგილი - 100 ლარი ;

 

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.

მონაწილეობის მისაღებად :

1. შეავსეთ ქვემოთ მითითებული სარეგისტრაციო ფორმა ;

https://docs.google.com/.../1FAIpQLSfxdtBxTBV.../viewform...

2. გამოგზავნეთ თქვენს მიერ გადაღებული ერთი ფოტოსურათი შემდეგ ელ.მისამართაზე - lawselfgovernment@gmail.com (გამოგზავნისას გთხოვთ დაურთოთ სახელი, რომელიც ფორმაში მიუთითეთ)

ყველა მონაწილეს გადაეცემა პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ;

გისურვებთ წარმატებებს

ფოტო და ვიდეო

ფოტოკონკურსი თსუ-ში

ადგილი

TSU Student Self-Governance

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს უნივერსიტეტის სტუდენტურ გაერთიანებას, რომელიც სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ორგანიზებს.
გარდა ამისა, თვითმმართველობა ასრულებს შუამავლის როლს სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება