თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს უნივერსიტეტის სტუდენტურ გაერთიანებას, რომელიც სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ორგანიზებს.
გარდა ამისა, თვითმმართველობა ასრულებს შუამავლის როლს სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის.