ქართული ცეკვის სახალხო დამსახურებული ანსამბლი "ეგრისი" გიწვევთ
გრანდიოზულ წარმოდგენაზე "ფ ა რ ნ ა ვ ა ზ ი ა ნ ი"
საღამო ეძღვნება ანსამბლის დაარსებიდან 30 წლის, სამხატვრო ხელმძღვანელის - გიორგი ფილიშვილის 55 წლის და დამაარსებლის, ბატონ ვლადიმერ ფილიშვილის 85 წლის იუბილეს
იხილეთ ორმოქმედებიანი ფოლკლორულ-საბალეტო დადგმა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში გამოგზაურებთ და მოგითხრობთ მეფე ფარნავაზ I-ის ცხოვრებისა და დამპყრობლების წინააღმდეგ ერთიანი სახელმწიფოსთვის ბრძოლის ისტორიას.
წარმოდგენა, თავისი ღრმა შინაარსით, საინტერესო ქორეოგრაფიული გადაწყვეტილებებით, ახალგაზრდა მსახიობთა ოსტატობით, შთამბეჭდავი რეკვიზიტითა და საუცხოო კოსტიუმებით, ნამდვილად არ დატოვებს გულგრილს არცერთი ასაკის მაყურებელს.
მობრძანდით და ისიამოვნეთ დაუვიწყარი მოგზაურობით ქართული ისტორიისა და ხელოვნების სამყაროში!
ანსამბლის სამხ. ხელ-ლი, დამდგმელი რეჟისორი და ქორეოგრაფი: გიორგი ფილიშვილი
ხანგრძლივობა: 1 სთ. 15 წთ.