პიროვნება და მისი თვითშეფასება თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
პიროვნება და მისი თვითშეფასება

პიროვნება და მისი თვითშეფასება

პიროვნება და მისი თვითშეფასება
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან245
advertising
ქართული

განრიგი

06.10.2025
ორშაბათი
20:00
245

აღწერა

აზროვნების აკადემია გთავაზობთ ქეთევან აბდუშელიშვილის საავტორო ტრენინგ-კურსს -
„პიროვნება და მისი თვითშეფასება"

 კურსი განიხილავს თვითშეფასების მნიშვნელობასა და მის გავლენას პიროვნულ განვითარებაზე სხვადასხვა ფსიქოლოგიური სკოლის მიდგომების მიხედვით. მონაწილეები გაეცნობიან თვითშეფასების არსს, მისი შეფასების მეთოდებს, დაბალი თვითშეფასების მიზეზებს და გამკლავების გზებს. კურსი მოიცავს მიჯაჭვულობის თეორიის, სქემა თერაპიისა და კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის (CBT) პერსპექტივებს, რომლებიც განმარტავს, როგორ ყალიბდება და ვითარდება პიროვნების თვითშეფასება.

პროგრამა პრაქტიკულად აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და დაბალი თვითშეფასების გაუმჯობესების ეფექტიან ტექნიკებს, რაც დაეხმარება მონაწილეებს პიროვნული და პროფესიული ზრდის გაძლიერებაში.

 

▪️ კურსის თემატიკა :

1. თვითშეფასების არსი, ზოგადი მიმოხილვა. ‘დაბალი თვითშეფასება’, მისი თვისობრივი და რაოდენობრივი პარამეტრები.
თვითშეფასების კითხვარის გაცნობა
2. პიროვნების თვითშეფასება მიჯაჭვულობის თეორიის პერსპექტივიდან
3. პიროვნების თვითშეფასება სქემა თერაპიის პერსპექტივიდან
4. პიროვნების თვითშეფასება კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის პერსპექტივიდან და დაბალ თვითშეფასებასთან გამკლავების გზები

▪️ ინფორმაცია ლექტორზე:

ქეთევან აბდუშელიშვილი - ფსიქიატრი, ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) მიერ აკრედიტებული კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი, მედიცინის დოქტორი
კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორი,
თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისული ინტერვენციის სამსახურის უფროსი.

 დასაწყისი: 6 ოქტომბერი, 20:00 სთ

 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ორშაბათს 20:00 საათზე

კურსის ღირებულება – 245₾

 კურსზე მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) – 25% ფასდაკლება

იმისთვის, რომ სტუდენტური ფასდაკლებით ისარგებლოთ, გადახდის ველში გთხოვთ მონიშნოთ „საბანკო გადარიცხვა"

 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/kru4z0cL

 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

ფოტო და ვიდეო

პიროვნება და მისი თვითშეფასება

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება