12, 13 და 14 დეკემბერს, 20:00 საათზე, პრემიერა თეატრ „ჰარაკში“!
პერსეფონე (სადაც სინათლეს ვავიწყდები) არის ანასტასია ჭანტურაიას სადებიუტო, საავტორო ნამუშევარი, რომელიც ეფუძნება კვლევით პროცესს. სპექტაკლის მთავარი პერსონაჟი ქალია, რაც განსაზღვრავს მთელ სპექტაკლს, როგორც გენდერულად მგრძნობიარე დაკვირვებას თანამედროვე სამყაროზე. ავტორი იკვლევს, თუ რა გავლენა აქვს ბავშვობაში მიღებულ გამოცდილებას ემოციურ აღქმასა და ქალად ჩამოყალიბების პროცესში. სპექტაკლი ინტერპრეტაციას უკეთებს ძველი ბერძნული მითოლოგიიდან ცნობილ პერსეფონეს ისტორიას.
ამ მითის თანამედროვე გააზრების მცდელობაში გაერთიანებული თემებია: მოულოდნელად წართმეული ბავშვობა, ქალიშვილობა, სექსუალური ძალადობა, შინაგანი ტრანსფორმაცია და საკუთარ თვითმყოფადობაში დაბრუნება. პერსეფონეს მიწისქვეშა დედოფლად გარდაქმნა სპექტაკლში სიმბოლურად ასახავს ქალად შედგომის მტკივნეულ პროცესს, რომელიც ამავდროულად ძალისხმევისა და გადარჩენის გამოცდილებაა.
მონაწილეობენ:
გივიკო ბარათაშვილი
ანასტასია ჭანტურაია
ლუკა ჯაფარიძე
პროექტი მხარდაჭერილია გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ.
განსაკუთრებული მადლობა დავით დოიაშვილს, ანა გურგენიძე, გიორგი ქარუმიძეს, გიორგი ჩალათაშვილს, გოჩა კაკაურიძეს, რუსუდან ლოთიკაშვილს, ეკა ასათიანს, კახა ხოშტარიას, ტატო სულაქველიძეს, Open Space-ს, Studio Gambit-ს და Stockton Records-ს.
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
