მასწავლებელი სპიროსი პენსიაზე გადის და ბოლოს და ბოლოს საკმარისი დრო ეძლევა საყვარელი საქმიანობისთვის — ფუტკრების მოშენებისთვის. გაზაფხულის მოახლოებისთანავე სპიროსი ნახევარასეულ სკას ტვირთავს პიკაპში და ჩრდილოეთიდან სამხრეთ საბერძნეთისკენ მიემართება, რათა იქ გაზაფხულს შეხვდეს.
ხანდაზმული მეფუტკრე ნელა მიიწევს ბერძნული პეიზაჟების გასწვრივ, მაგრამ გზა მას მომავალში კი არა, წარსულში მიჰყავს. ყოველი ქალაქი, ყოველი შეხვედრა — მშვიდი შეხსენებაა დანაკარგებისა და იმ ყველაფრის, რაც ოდესღაც მისთვის მნიშვნელოვანს წარმოადგენდა. თავისი ხეტიალისას, გმირი თითქოს მხოლოდ ფუტკრებისთვის გაზაფხულს კი არა, არამედ საკუთარი ცხოვრების აზრსაც ეძებს.