ხუთშაბათს, 18 ივნისს, 20:00 საათზე გეპატიჟებით ფილმის "პარიზი იწვის" (1990) ჩვენებაზე - ჯენი ლივინგსტონის სარეჟისორო დებიუტი და ქვიარ კინოს ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი ფილმი.
ეს არის დოკუმენტური ფილმი 1980-იანი წლების ბოლოს ნიუ-იორკის სამეჯლისო კულტურის, ქვიარ იდენტობის, სტილისა და საზოგადოების ძალაუფლების შესახებ. ფილმზე მუშაობას რამდენიმე წელი დასჭირდა: ჯენი ლივინგსტონმა მისი გადაღება ჰარლემის სამეჯლისო სცენის გაცნობის შემდეგ დაიწყო, ფილმის გმირები კი ცნობილი „სახლების“ და ამ კულტურის ლეგენდების წარმომადგენლები იყვნენ.
გამოსვლისთანავე ფილმმა მიიღო კრიტიკოსების ფართო მოწონება და მრავალი ფესტივალის ჯილდო. და დროთა განმავლობაში მან შეიძინა საკულტო სტატუსი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა დოკუმენტურ ფილმებსა და პოპ კულტურაზე.
ჩვენების შემდეგ განვიხილავთ ფილმს, რომელმაც გავლენა მოახდინა პოპ კულტურაზე, მოდაზე და ქვიარ საზოგადოების ხილვადობის ენაზე.