პარაზიტი | ქეთათო ნერგაძე თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
პარაზიტი | ქეთათო ნერგაძე

პარაზიტი | ქეთათო ნერგაძე

პარაზიტი | ქეთათო ნერგაძე
8, სიონის ქ.
ბილეთის ფასი
დან30
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

არტერიის სცენაზე დაუკრავენ: პარაზიტი და ქეთათო ნერგაძე 🔥

 

პარაზიტი — პროგრესიული/ალტერნატიული როკ ტრიო თბილისიდან, რომელიც გარკვეული დროით პოლონეთის სცენაზე მოღვაწეობდა და ახლა პირველად დაუკრავს Arteria-ში. მათი ენერგიული და ინტენსიური ჟღერადობა გამოირჩევა უნიკალური მუსიკალური სტილით. ბენდს ჩაწერილი აქვს ცოცხალი სტუდიური შესრულებები და ამ თვეში გამოსცემს პირველ EP-ს, რომლის ორი სინგლი — “Clickbait” და “Green Sand Blues” უკვე ხელმისაწვდომია სტრიმინგ პლატფორმებზე.

 

ქეთათო ნერგაძე: ავტორ-შემსრულებელი და პროდიუსერი, რომელიც სოლო კარიერის შემდეგ ბენდთან ერთად აგრძელებს საქმიანობას. ბენდი ლენო რექორდსში გამართულ სოლო კონცერტზე ჩამოყალიბდა და ეფუძნება ალტერნატიულ როკ ჟღერადობას — გულწრფელი ტექსტებითა და ემოციური დინამიკით. ბენდის რეპერტუარშია ქეთათოს სინგლები “Broken Daughter” და “Poser”, რომლებმაც მათი საერთო მუსიკალური გზის დასაწყისი განსაზღვრა.

 

ბენდის შემადგენლობაშია: ლუკა ქიტიაშვილი ბასზე, ვალო ყარალაშვილი დრამზე და ზუკა სიმონიშვილი გიტარაზე.

ფოტო და ვიდეო

პარაზიტი | ქეთათო ნერგაძე

ადგილი

ARTERIA
ARTERIA არის გალერეა, ჯაზ კლუბი, ბარი და სხვა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება