გეპატიჟებით ქაღალდის დამზადების მასტერკლასზე, რომელიც გაიმართება თბილისში, ავლაბარში მდებარე გამომცემლობა „ნიათის“ სახელოსნოში.
მასტერკლასს გაუძღვებიან მხატვრები და მიკროგამომცემლები — მარია და ფიოდორ ოვჩინიკოვები, ხელნაკეთი წიგნების გამომცემლობა „ნიავის“ დამფუძნებლები. მათი წიგნები ხელისგულზე ეტევა და თითოეული მათგანი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. შინაარსი მრავალფეროვანია — ქართულ ანბანიდან დაწყებული ანტისაომარი პოეზიით დამთავრებული. ქაღალდსა და მუყაოს მათი წიგნებისთვის თავად ამზადებენ.
სახელოსნოში გაივლით ქაღალდის დამზადების ყველა ეტაპს და თავიდან ბოლომდე შექმნით თქვენს პირად ფურცელს.