“ოქსიმორონი” მოძრაობის თეატრში
სპექტაკლი წარმოდგენილია ჩუმი დისკოს ფორმატში — მაყურებელი მიიღებს ყურსასმენებს და თითოეული სცენა სწორედ მათში გაიშლება. მსახიობები ქორეოგრაფიული, ფიზიკური თეატრის ენით გააცოცხლებენ სხვადასხვა „ოქსიმორონულ“ სიტუაციას, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას ასახავს.
ეს არის დისკო, რომელიც ჩუმია — და სწორედ ამიტომაა ოქსიმორონი.
სპექტაკლი არღვევს ტრადიციულ თეატრალურ ფორმას და წარმოდგენილია “Happening” სტილში.
მაყურებელს შეუძლია თავისუფლად იმოძრაოს სივრცეში, აყვეს რიტმს, გახდეს მოქმედების ნაწილი, ან თუნდაც დატოვოს დარბაზი ყურსასმენებით და კვლავ დაბრუნდეს.
ოქსიმორონი არის ურთიერთგამომრიცხავი სიტყვების თანწყობა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ პარადოქსებს ასახავს — პატარა ბრბო, მშვიდი ქაოსი, სწრაფი რიგი და ა.შ. სპექტაკლი ამ წინააღმდეგობებს უსიტყვო, ალეგორიულ ფორმაში აცოცხლებს.
რეჟისორი: იოსებ ბაკურაძე
კომპოზიტორი: ბეგი მონიავა
ქორეოგრაფი: ლაშა რობაქიძე
სცენოგრაფი: კახა ბაკურაძე
მონაწილეობენ: კატო ჯაფარიძე, ანა ლევენეცი, ნიკა შაბურიშვილი, ლაშა რობაქიძე
ასაკობრივი შეზღუდვა: 15+
ხანგრძლივობა 45 წუთი