ოსურ - ქართული მუსიკალური საღამო თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ოსურ - ქართული მუსიკალური საღამო

ოსურ - ქართული მუსიკალური საღამო

ოსურ - ქართული მუსიკალური საღამო
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან60
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

22.02.2026
კვირა
18:30
60

აღწერა

ოსურ-ქართული მუსიკალური საღამო – კარინა ქუშათი.

 

კარინა ქუშათი არის „საქართველოს ხმის“ კონკურსანტი, კულინარიული შოუს შეფების ლიგის“ ნახევარფინალისტი, ბიზნესლედი, მომღერალი და ხელოვანი ადამიანი. ბესლანელი ოსი, რომელიც საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა, ისწავლა ქართული და დღეს აერთიანებს ბიზნესს, კულტურასა და შემოქმედებითობას. კარინა ავითარებს  პროექტებს კულინარიულ სფეროში - ოსური ხაჭაპურების საცხობებს, ასევე ოსური ლუდის იმპორტს, და ამავდროულად მისდევს საკუთარ მუსიკალურ გზას.

 

ამ კვირას კარინა გიწვევთ განსაკუთრებულ და პირადულ საღამოზე. პროგრამა მოიცავს ოსურ და ქართულ ხალხურ, პოპულარულ და კლასიკურ სიმღერებს. კარინა იმღერებს, დაუკრავს ოსურ აკორდეონსა და გიტარაზე და გაგვიზიარებს მუსიკას, ისტორიებსა და საკუთარ გრძნობებს. 

 

შესვენების დროს სტუმრებს ელის ფურშეტი, სადაც წარმოდგენილი იქნება კარინას დედის მიერ გამომცხვარი ოსური ხაჭაპურები, რომელიც სპეციალურად ბესლანიდან ჩამოვიდა, და ავთენტური ოსური ლუდი. 

 

ამ საღამოს სცენაზე კარინას ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები გამოვლენ: საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ქისიშვილი, კარინას და, კამილა ქუშათი, ახლო მეგობრები - ვოკალისტები და ინსტრუმენტალისტები ანასტასია ალანია, თამრიკო პიროგოვა, საორომი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი და ანსამბლი “ერისთაობა”-ს ხელმძღვანელი თემო ზანგურაშვილი და მისი თბილი, საყვარელი ოჯახი, ასევე ომეხი ჩხაპელია - კარინას მეგობარი, ნიჭიერი ბიზნესმენი და მუსიკოსი.  

 

თქვენ გელოდებათ საინტერესო, მრავალფეროვანი პროგრამა - ორი კულტურის მუსიკა, თბილი საუბარი, განსაკუთრებული ატმოსფერო, სადაც სტუმრები გახდებიან საღამოს მონაწილეები. 

 

მოუთმენლად ველით თქვენს ნახვას. ეს იქნება საღამო, რომელსაც დიდი ხნით დაიმახსოვრებთ.

 

 

ასაკობრივი შეზღუდვა | 10+

 

 

ფოტო და ვიდეო

ოსურ - ქართული მუსიკალური საღამო

ადგილი

თბილისი
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება