9 მარტს, 10:00 საათზე ლუმოსში ჩვენი გამოცდილი იოგას ინსტრუქტორი, თემო ბესელია გეპატიჟებათ ოშოს ერთ-ერთ მთავარ თერაპიულ-კათარზისულ პრაქტიკაზე - დინამიურ მედიტაციაზე.
ოშო თვლიდა, რომ თანამედროვე ადამიანს ინფორმაციითა და სტრესით სავსე გარემოში ბედნიერებისა და ზეიმის განაცდელად სჭირდება კათარზისი, რომელიც გაათავისუფლებს სამყაროს აგრესიული შემოჭრისგან და ენერგია დაიწყებს თავისუფლად დინებას.
დაუსრულებელ ხტუნაობას, ემოციების შეუკავებელ გამოშვებას, უკონტროლოდ სწრაფ სუნთქვას მოსდევს მედიტაციური ფაზები, რომლებიც ღრმად გვაკავშირებს ჩვენს შინაგან მე-სთან და კოსმიურ სიმშვიდეში გვაბრუნებს