შაბათს, 7 დეკემბერს, 17:00 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით ენერგეტიკულ თერაპიულ ვორქშოფზე რომელსაც თემო ბესელია გაუძღვება
თემო 2016 წლიდანაა ლუმოსის იოგას ინსტრუქტორი. მისი გამოცდილება, როგორც იოგას პირადი, ასევე ინსტრუქტორობის, 25 წელს ითვლის. თემოს პრაქტიკის მთავარი მიმართულებებია: ჰათჰა იოგა, აშთანგა იოგა და კუნდალინი იოგა. რეგულარული კლასების გარდა ლუმოსში ხშირად შეხვდებით თემოს კლასგარეშე აქტივოვებს: ოშოს თერაპიულ-კათარზისულ კვირეულებსა და ჰოლოტროპული სუნთქვის რითრითებს ქალაქგარეთ.
რა გველის ოშოს თერაპიულ-კათარზისული პრაქტიკებისა და ტანტრის გაერთიანებულ ვორქშოფზე?
ვორქშოფის დროს ჩვენ შევეხებით ყველაზე საკრალურ თემას: ენერგიას, სექსუალურ ენერგიას, შემოქმედებით ენერგიას. და ვინ ესმის ეს თემა ოშოზე უკეთ?
ვორქშოფის ხანგრძლივობა იქნება 3-3.5 საათი და ამ დროის განმავლობაში შევასრულებთ ოშოს რამდენიმე პრაქტიკას, რომლებიც თავიანთი ინტენსიურობითა და სიღრმით საკმარისია იმისთვის, რომ მოახდინოს ტრანსფორმაცია თქვენში, გაგრძნობინოთ განახლებული ენერგია და დამშვიდებული ლაღი გონება.
ოშოს პირველი პრაქტიკა იქნება ჩაკრების სუნთქვა, რაც გამოაღვიძებს სხეულს და დააბალანსებს ენერგიას. შემდეგი პრაქტიკა იქნება ნადაბრამა, რომლის ვიბრაცია კიდევ უფრო მოადუნებს სხეულსა და გონებას და ენერგია თავისუფლად დაიწყებს დინებას.
პრაქტიკებს შორის შუალედებში გვექნება შესვენება, ჩაი, საუბრები, მცირე თვითმასაჟის პრაქტიკა და ბევრი საინტერესო სიურპრიზი.
ბოლოს კი გამოვცდით ტანტრული სუნთქვის პრაქტიკას, რომლის დროსაც ჩვენ ვისწავლით, როგორ მივმართოთ სექსუალური ენერგია ზემოთ, რათა ვიგრძნოთ იგი მთელ სხეულში. ეს სუნთქვა დაგვანახებს, სად იჭედება ჩვენი ენერგია, სად იზღუდება სექსუალობის გამოხატვა, და თუ გავთავისუფლდებით ამ ბლოკებისგან, ვიგრძნობთ, როგორ შეგვიძლია განვიცადოთ უმაღლესი სიამოვნება საკუთარი ენერგიის მეშვეობით.