ოშო კუნდალინი და ჯიბერიშის მედიტაციის კვირა თამთასთან ერთად
სასულიერო

ოშო კუნდალინი და ჯიბერიშის მედიტაციის კვირა თამთასთან ერთად

კუნდალინი მედიტაცია ერთსაათიანი პრაქტიკაა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ჩაუღრმავდეთ საკუთარ სხეულსა და გონებას. პრაქტიკა მოიცავს კათარზისულ და მედიტაციურ ფაზებს. 🌊 კუნდალინი მედიტაცია ქვეცნობიერში ჩაძირვის საშუალებით დაგეხმარებათ, უკეთ აღიქვათ, გაიცნოთ, დაუახლოვდეთ და მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის. ჯიბერიში მოიცავს 2 სტადიას - უკონტროლო ლაპარაკსა და სიჩუმის ფაზას.✴ "ილაპარაკეთ, იყვირეთ, იცინეთ, იტირეთ, იხმაურეთ, გამოიყენეთ ჟესტები ისე, რომ არ იღელვოთ რაციონალურობაზე, გონივრულობაზე, მნიშვნელობაზე, აზრზე. რაც უფრო ექსპრესიული იქნებით, მით უფრო მეტად იგრძნობთ სიმსუბუქეს, თავისუფლებასა და სიცოცხლეს."გამოხატვის ფაზას მოჰყვება მდუმარე მედიტაციის ფაზა.🌼მედიტაციისთვის არაა საჭირო ფიზიკური მომზადება, პრაქტიკაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. 🔸პრაქტიკაზე დასწრების ღირებულებაა:1 დასწრება - 25 ლარი.5 დასწრება - 100 ლარი🔸 რეგისტრაციისთვის:მოგვწერეთ ჩათში:🔸ან დაგვირეკეთ:📞 595 620 001ჩვენი სტუდიის მისამართია: 👇▪ საირმის 71 🌿 გოძიაშვილის პარკში🐿
ოშო კუნდალინი და ჯიბერიშის მედიტაციის კვირა თამთასთან ერთად
71 Sairme St., Tbilisi
advertising

აღწერა

ორშაბათს, 27 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე ლუმოსში ჩვენი ინსტრუქტორი, თამთა კილასონია გეპატიჟებით ოშოს თერაპიულ-კათარზისული მედიტაციის კვირეულზე, რომლის დროსაც ერთმანეთს შეენაცვლება კუნდალინი მედიტაციისა და ჯიბერიშის პრაქტიკა.

ოშო თვლიდა, რომ თანამედროვე ადამიანს ინფორმაციითა და სტრესით სავსე გარემოში ბედნიერებისა და ზეიმის განაცდელად სჭირდება კათარზისი, რომელიც გაათავისუფლებს სამყაროს აგრესიული შემოჭრისგან და ენერგია დაიწყებს თავისუფლად დინებას.✨

ფოტო და ვიდეო

ოშო კუნდალინი და ჯიბერიშის მედიტაციის კვირა თამთასთან ერთად

ადგილი

ლუმოს
ლუმოს
71 Sairme St., Tbilisi
იოგა/ კომიუნიტი / ტაი ჩი / ქიგონგ / მედიტაცია / ცეკვები / პილატესი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.