მენიუ
ავტორი და რეჟისორი: ნინო ხარატიშვილი თარგმანი: ანა კორძაია-სამადაშვილი სცენოგრაფია: იულია ბ. ნოვიკოვა კოსტიუმები: გუნა მაიერი, ნინო ნუცა ჭყონია, ავთანდილ მოდებაძე გრიმი: ანუკა მურვანიძე მონაწილეობენ: ნინო ბურდული, ნატუკა კახიძე, ნატა მურვანიძე პირქუში, მიტოვებული სასახლე. გარეთ სამოქალაქო ომი მძვინვარებს. გენერალი - ქვეყნის პირველი პირი და ამ სახლის ბატონი - გაქცეულია. ყველამ თავს უშველა, სამი მსახურის გარდა: მზარეული რინა, მოახლე კაელა და ხელის გოგო ლუსი მარტო დარჩნენ. მიუხედავად რინას და კაელსა მცდელობისა, ომი მაინც იჭრება დახშულ ფანჯრებსა და ჩარაზულ კარებში, შეაღწევს სამყაროსგან მოწყვეტილი ქალების გონებაში. კაელასა და რინას შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ლუსი სათამაშოდ გადაიქცევა; მეტოქეები არ ერიდებიან არავითარ შეურაცხყოფასა და დამცირებას ერთმანეთის გასატეხად. უსაფრთხო და დაცული ადგილი, სახლი, თანდათან ემსგავსება ბრძოლის ველს, საიდანაც თავის დაღწევა სულ უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება. მხარდაჭერა: კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა & საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი დაგვიანებული მაყურებელი სპექტაკლზე არ დაიშვება