OSCAR AND THE WOLF თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
OSCAR AND THE WOLF

OSCAR AND THE WOLF

OSCAR AND THE WOLF
6, First Republic Square, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 80
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

10.10.2025
პარასკევი
22:00
80

აღწერა

თბილისი უმასპინძლებს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ყველასთვის საყვარელ მუსიკალურ პროექტს — Oscar and the Wolf-ს!

Oscar and the Wolf - Max Colombie-ს პროექტია, ის ხშირად საკუთარ მუსიკას ახასიათებს როგორც "დისნეის მუსიკა მოზარდებისთვის". 2014 წელს დებიუტის შემდეგ ალბომით "Entity", Max- მა გემოვნებით დაარღვია ჟანრობრივი საზღვრები, შეუფერხებლად შეურია პოპი, R&B, EDM და ალტერნატიული ელემენტები ერთ უნიკალურ და აღიარებულ ჟღერადობაში.

მისი ლაივ-შოუები მაგნიტურია — ვიზუალური ეფექტების და დაუფარავი ემოციების შერწყმა ქმნის დაუვიწყარ გამოცდილებას. Max-ის უნარი, ერთდროულად გამოხატოს მელანქოლიაც და ეიფორიაც, კვალდაკვალ ჩანს მის მთელ კარიერაში — ფოლკისა და დრიმ პოპის ჟღერადობიდან დებიუტალურ ალბომში, კლუბური ტონების მქონე "Infinity" (2017) და მზის სხივებით გაჟღენთილი სინთ-პოპის მიმართულებით ალბომში "The Shimmer" (2022).

მას ჰყავს ერთგული მსმენელების არმია და გამორჩეული ადგილი უდიდეს ფესტივალებზე — მათ შორის Pukkelpop-სა და Tomorrowland-ზე. Max- ის გავლენა სცილდება მხოლოდ მუსიკალურ სფეროს — ის ქმნიდა საუნდტრეკებს ცნობილი დიზაინერის, Dries Van Noten-ის მოდის ჩვენებებისთვის.

2023 წელს Oscar and the Wolf ტრიუმფალურად დაბრუნდა — მათი სინგლი "Warrior" ოფიციალურად იქნა შერჩეული ბელგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ჰიმნად მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ამ ტრეკში მაქსი გადადის საკუთარ პირად მოგზაურობაში, რათა თვალებში ჩახედოს საკუთარ ყველაზე ღრმა შიშებს.

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+

ფოტო და ვიდეო

OSCAR AND THE WOLF

ადგილი

რესპუბლიკა
რესტორანი რესპუბლიკა არის მაღალი კლასის რესტორანი არაჩვეულებრივი ატმოსფეროთი და ტერასით. ეს არის პირველი და ერთადერთი რესტორანი საქართველოში, რომელიც გთავაზობთ გრილზე მომზადებულ დავარგებულ თევზს და სხვა უამრავ სიახლეს. გვიანი საუზმის მენიუ 11:00-15:00, დინერის მენიუ 11:00-00:00.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება