ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციული კეთილდღეობა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციული კეთილდღეობა

ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციული კეთილდღეობა

ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციული კეთილდღეობა
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 50
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, „ორგანიზაციული კეთილდღეობა" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები აზროვნების აკადემიის სკოლის აკადემიურ დირექტორ პაატა პაპავასთან

თემა: „ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციული კეთილდღეობა"

ლექცია განიხილავს ორგანიზაციული ღირებულებების როლს და მათ ზემოქმედებას როგორც ორგანიზაციის შიდა კლიმატზე, ასევე თანამშრომლობის ხარისხსა და საერთო შედეგებზე. თანამედროვე ორგანიზაციულ პრაქტიკაში ღირებულებები ხშირად ფიქსირდება დოკუმენტებსა და ვიზუალურ სიმბოლოებში — თუმცა, მათი რეალური გავლენა იქმნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ღირებულებები ღრმად ინტეგრირებულია ყოველდღიურ საქმიანობასა და ურთიერთობების კულტურაში.

ლექცია ფოკუსირდება იმაზე, თუ როგორ ქმნიან ღირებულებები ქცევით ჩარჩოს ორგანიზაციაში — როგორ ვექცევით ერთმანეთს, როგორ ვთანამშრომლობთ, როგორია შრომის ეთიკა და ურთიერთპატივისცემა. განიხილება ღირებულებების ზეგავლენა როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ კეთილდღეობაზე, და ის, თუ როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი ორგანიზაციის მიზნებთან მიღწევას. დაყრდნობით ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, როგორიცაა პასუხისმგებლობა, გამჭვირვალობა, პატიოსნება, სამართლიანობა, ინოვაციურობა და კრეატიულობა, ლექციაში გაანალიზდება მათი პრაქტიკული განხორციელების გზები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ სტრატეგიებსა და მიდგომებს, რომლებსაც წარმატებული ლიდერები იყენებენ ღირებულებების ორგანიზაციულ პრაქტიკაში დანერგვისა და მათ ყოველდღიურ საქმიანობასთან ჰარმონიზების პროცესში

 

შეხვედრის პარტნიორი - ავერსი ფარმა - Aversi Pharma

შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

ფოტო და ვიდეო

ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციული კეთილდღეობა

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება