ორგანიზაციული კეთილდღეობა სხვადასხვა თაობის (Gen X, Y, Z) თანამშრომლებისთვის თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ორგანიზაციული კეთილდღეობა სხვადასხვა თაობის (Gen X, Y, Z) თანამშრომლებისთვის

ორგანიზაციული კეთილდღეობა სხვადასხვა თაობის (Gen X, Y, Z) თანამშრომლებისთვის

ორგანიზაციული კეთილდღეობა სხვადასხვა თაობის (Gen X, Y, Z) თანამშრომლებისთვის
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან80
advertising
ქართული

აღწერა

აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, „ორგანიზაციული კეთილდღეობა:მართვის ფსიქოლოგიუირი ასპექტები" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები ალექსანდრე ჯეჯელავასთან

 

 „როდესაც ორგანიზაციულ კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ, იგულისხმება თანამშრომლების კარგად ყოფნა, რომელიც ორგანიზაციის წარმატების ერთ-ერთი ცენტრალური დასაყრდენია. ბევრი მენეჯერი თუ დამფუძნებელი, ვინც თემის მნიშვნელობას იაზრებს, ცდილობს ყველაფერი გააკეთოს ხალხის კარგად ყოფნისთვის და აქედან გამომდინარე ორგანიზაციის წარმატებისთვის. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ დღეს ორგანიზაციებში მომუშავე სხვადასხვა თაობის ადამიანებისთვის (Gen X, Gen Y ანუ მილენიალები და Gen Z) ორგანიზაციული კეთილდღეობა სულ სხვადასხვა რამეს ნიშნავს და განსხვავებული გზებით მიიღწევა. 24 ოქტომბერს აზროვნების აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრებთ, თუ რას ნიშნავს ორგანიზაციული კეთილდღეობა თითოეული თაობის ენაზე და როგორ უნდა შეძლონ მენეჯერებმა თუ დამფუძნებლებმა „ყველას კარგად ყოფნის" მიღწევა განსხვავებული საჭიროებების პირობებში"

 

შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

ფოტო და ვიდეო

ორგანიზაციული კეთილდღეობა სხვადასხვა თაობის (Gen X, Y, Z) თანამშრომლებისთვის

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება