🎯 როგორ ვაქციოთ ონლაინ შეხვედრა რეალურ შეთანხმებად?
გქონიათ შემთხვევა, როდესაც ონლაინ შეხვედრა კარგად წარიმართა, საუბარი საინტერესო იყო, ორივე მხარეც კმაყოფილი ჩანდა, მაგრამ საბოლოოდ შედეგი არ დადგა?
დღეს ბიზნეს მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი ონლაინ მიმდინარეობს - Zoom-ში, Teams-ში, Google Meet-ში თუ WhatsApp-ში.
თუმცა, ონლაინ ფორმატში შეთანხმების მიღწევა ხშირად უფრო რთულია, ვიდრე პირისპირ შეხვედრისას.
რატომ?
რადგან ონლაინ მოლაპარაკება მხოლოდ კომუნიკაცია არ არის. ის მოითხოვს სწორ მომზადებას, პროცესის მართვას, ნდობის შექმნას კამერის მიღმა და შეთანხმების ეფექტურად დაფიქსირების უნარს.
❓ როგორ მოვემზადოთ ონლაინ მოლაპარაკებისთვის?
❓ როგორ შევინარჩუნოთ გავლენა და ყურადღება ეკრანის მიღმა?
❓ როგორ ვმართოთ რთული კითხვები და წინააღმდეგობები?
❓ როგორ მივიყვანოთ პროცესი კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე და არა მხოლოდ „კარგ შეხვედრამდე“?
📌 სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ B4G-ის ვებინარზე - „ონლაინ მოლაპარაკების ტექნიკები“.
ვებინარის ფარგლებში განვიხილავთ:
1. ონლაინ მოლაპარაკების სპეციფიკა - ონლაინ და ოფლაინ მოლაპარაკებებს შორის განსხვავებები - კომუნიკაციის გამოწვევები
2. მოლაპარაკების დაგეგმვა და მომზადება - მიზნების განსაზღვრა - მეორე მხარის ანალიზი - სტრატეგიის დაგეგმვა - ტექნიკური მზადყოფნა
3. კომუნიკაციის მართვა ონლაინ ფორმატში - ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია - ეფექტური გახსნა - აქტიური მოსმენა
4. შეთანხმების მიღწევა და დახურვა - შეთანხმების ფიქსაცია - follow-up კომუნიკაცია - ურთიერთობის შენარჩუნება
✔ ონლაინ მოლაპარაკების სპეციფიკას
✔ ონლაინ და ოფლაინ მოლაპარაკებებს შორის მთავარ განსხვავებებსა და გამოწვევებს
✔ მოლაპარაკების დაგეგმვისა და მომზადების ეტაპებს
✔ ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის პრაქტიკულ ტექნიკებს
✔ აქტიური მოსმენისა და გავლენის მოხდენის მეთოდებს
✔ შეთანხმების მიღწევისა და დახურვის სტრატეგიებს
✔ Follow-up კომუნიკაციისა და ურთიერთობის შენარჩუნების მნიშვნელობას
👩🏫 ვებინარს გაუძღვება თამარ ახსიაშვილი, ბიზნეს ტრენერი, შესყიდვებისა და მოლაპარაკებების სფეროს პრაქტიკოსი პროფესიონალი და კომპანია Easy Procurement-ის დამფუძნებელი, რომელიც მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებასა და რეალურ ბიზნესქეისებზე დაფუძნებულ პრაქტიკულ მიდგომებს გაუზიარებს.
🎯 ვებინარი განკუთვნილია:
• მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის
• გაყიდვებისა და შესყიდვების სპეციალისტებისთვის
• მენეჯერებისთვის
• ყველასთვის, ვისაც ონლაინ ფორმატში უწევს მოლაპარაკებების წარმოება და გადაწყვეტილებების მიღება
თუ გსურთ, რომ თქვენი ონლაინ შეხვედრები უფრო ხშირად სრულდებოდეს შეთანხმებითა და კონკრეტული შედეგით, დაჯავშნეთ თქვენი ადგილი ამ ვებინარზე.
ვებინარი გაიმართება ონლაინ სივრცეში, Google Meet-ში.