ონისე - თბილისის 2000-იანების ალტერნატიული სცენის მნიშვნელოვანი მუსიკოსი და სიმღერების ავტორი, რომლის ტრეკებმა - „ვარდო“, „კაიფში გავიპარე“, „კომპოტი“, „მიმინო“ „ბეტონი“ ქალაქის ურბანულ მეხსიერებაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა.
ონისე ახალი ფორმატით ბრუნდება. „ონისე და ბენდი“ არის ახლად შექმნილი პროექტი, რომელიც არტერიის სცენაზე წარსდგება ძველი და ახალი კომპოზიციების საინტერესო ნაზავით.
ონისე - ვოკალი, გიტარა
ეკა ვარდიაშვილი - კლავიში
ავთანდილ ირემაშვილი - გიტარა
ლევან „მაჩვი“ მიქაბერიძე - ბასი
სანდრო ფოცხიშვილი - დრამი
მუსიკალური მიმდინარეობა: Alt-Pop infused with Dark Cabaret and Neo-Gypsy
