არტთერაპიის ერთწლიანი სასწავლო-თერაპიული კურსი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
არტთერაპიის ერთწლიანი სასწავლო-თერაპიული კურსი

არტთერაპიის ერთწლიანი სასწავლო-თერაპიული კურსი

არტთერაპიის ერთწლიანი სასწავლო-თერაპიული კურსი
ბილეთის ფასი
დან350
advertising
ქართული

აღწერა

ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგა (NUO) ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი აცხადებს მიღებას არტთერაპიის ერთწლიან სასწავლო-თერაპიულ სასერტიფიკაციო კურსზე
🔴 არტთერაპია არის მეთოდი, რომლის პროცესშიც შემოქმედებითი კომპონენტების გამოყენებით ხდება ინდივიდის ცხოვრებისეულ გამოწვევებთან მუშაობა.
🟡არტთერაპიის ტექნიკები გამოიყენება ყველა ასაკისა და შესაძლებლობის მქონე კლიენტთან.
👉 დენდრონის ბაზაზე შემუშავებული არტთერაპიის სასწავლო-თერაპიული კურსი შედგება 8 სასწავლო მოდულისა და ჯგუფური თერაპიისგან. კურსის ამგვარი კომბინაცია მსმენელებს საშუალებას აძლევს პროფესიულ ზრდასთან ერთად დაამუშაონ საკუთარი ცხოვრებისეული გამოწვევები და პრობლემური საკითხები, რაც მნიშვნელოვანია კლიენტთან ფსიქოეკოლოგიურად და წარმატებულად მუშაობისთვის.
✅ კურსი განკუთვნილია მოქმედი ან მომავალი ფსიქოლოგებისთვის; ფსიქოთერაპევტებისთვის; ოჯახთან მომუშავე სპეციალისტებისთვის; სოციალური სფეროს მუშაკებისთვის; ფსიქოკონსულტანტებისთვის; ქოუჩებისთვის; ექიმებისთვის; პედაგოგებისთვის და სპეც. პედაგოგებისთვის; მეტყველების თერაპევტებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც იზიდავს ახალი შესაძლებლობების საკუთარ თავში აღმოაჩენა
🎯 კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს არტთერაპიის ინოვაციური და ეფექტიანი სამუშაო ტექნიკები/სავარჯიშოები, დაეხმაროს პრაქტიკული უნარ- ჩვევების გამომუშავებაში და გახადოს მათი პროფესიული პრაქტიკა მეტად ეფექტიანი.

✅ კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
🔸არტთერაპიის ტექნიკებისა და სავარჯიშოების მიზანმიმართულ გამოყენებას თავის პროფესიულ საქმიანობაში
🔸კლიენტის დაკვეთის მიხედვით სავარჯიშოს სწორად შერჩევას და შესრულებული სავარჯიშოს ინტერპრეტაციას.
🔸ეკოლოგიურ და ეფექტიან კომუნიკაციას კლიენტთან, გარშემომყოფებთან და საკუთარ თავთან
🔸 საკუთარი ცხოვრებისეული სირთულეების დროულ იდენტიფიცირებას, გააზრებასა და თვითდახმარებას
🔸კლიენტთან მუშაობის პროცესში ფსიქოეკოლოგიის დაცვას
💥 სასწავლო კურსის მოდულები:
👉 I-II-III მოდული - არტთერაპიის საბაზისო და ინოვაციური მიმართულებები
👉 IV -V მოდული - სისტემურ-ოჯახური არტთერაპია
👉 VI მოდული- ბავშვთა და მოზარდთა თერაპია(არტთერაპიული მეთოდებით მუშაობა)
👉 VII მოდული- არტქოუჩინგი 
👉 VIII მოდული- ფსიქოლოგიური კონსულტირება და არტთერაპიული მიდგომები
💥 ჯგუფური თერაპია - ყოველი მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ ჯგუფური თერაპიის შეხვედრა, რომელიც ემსახურება პირადი პრობლემური სიტუაციების დამუშავებას, სწავლის პროცესის სრულყოფასა და კლიენტთან ფსიქოეკოლოგიურად მუშაობის უზრუნველყოფას.
ჯგუფურ თერაპიას გაუძღვებიან ECIP (European Certificate Integrative Psychotherapy) მფლობელი დარგის ადგილობრივი ექსპერტები
💥 კურსის ფორმატი:
შეხვედრები გაიმართება ოფისში დასწრებით.
ონლაინ დასწრება შესაძლებელია მხოლოდ საზღვარგარეთ ან რეგიონში მცხოვრები მსმენელებისთვის ან მსმენელებისთვის, რომლებსაც ობიექტური მიზეზის გამო არ შეუძლიათ ოფისში დასწრება.

შეხვედრები გაიმართება ყოველ პარასკევს 18:30-21:30

✅ კურსის მოცულობა:
▪️ არტთერაპიის სამუშაო ტექნიკები 128 აკადემიური საათი
▪️ ჯგუფური თერაპია - 32 აკადემიური საათი
სამუშაო ენა - ქართული.
👉 სრულის კურსის გავლის შემდეგ გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატი.

 

🟠 სასწავლო კურსის წამყვანი მარიამ გოჩაძე- ფსიქოთერაპევტი, ევროპული სერტიფირების მქონე სპეციალისტი (ECP; ECIP); კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი; სერტიფიცირებული ტრენერი; ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის სასწავლო მიმართულებების კოორდინატორი. 

💲სრული კურსის ღირებულებაა 4200 ლარი
კურსის ერთი თვის გადასახადია 350 ლარი (12 თვის გადახდით)

 

💥 15 ნოემბრამდე რეგისტრირებულები ისარგებლებენ 20 % ფასდაკლებით

❗ სასწავლო კურსზე რეგისტრაციისთვის და ჯგუფში ადგილის შენარჩუნებისთვის საჭიროა ერთი თვის ღირებულების 25% - ის წინასწარ ჩარიცხვა. აღნიშნული თანხა განკუთვნილია საბუთების განხილვისთვის. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება, ხოლო კურსის გავლის შემთხვევაში შედის პირველი თვის გადასახადში!

📝 სასწავლო კურსზე განაცხადის შემოტანისთვის გადადით ბმულზე და შეავსეთ თავისუფალი ველები: 👇
https://docs.google.com/.../1L1tLJr2eCZHAROAf4YhW.../preview
ან
მოგვწერეთ თქვენი სახელი; გვარი; საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და პროფესია მისამართზე: federation.dendroni@gmail.сom

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი,გიორგი ჩუბინაშვილის #50
ტელეფონის ნომერი: 595078182; 558130555
ელ. ფოსტის მისამართი: federation.dendroni@gmail.сom

ფოტო და ვიდეო

არტთერაპიის ერთწლიანი სასწავლო-თერაპიული კურსი

ადგილი

ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია- NUO კვალიფიციური ფსიქოთერაპიისთვის საქართველოში
ამ ადგილის ყველა ღონისძიება