სიჩუმის ერთი საათი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
სიჩუმის ერთი საათი

სიჩუმის ერთი საათი

სიჩუმის ერთი საათი
Tbilisi, Georgia
ქართული

განრიგი

05.04.2026
კვირა
19:00

აღწერა

 

დღევანდელ რეალობაში ადამიანებს ძალიან გვიჭირს დამშვიდება, ფოკუსირება. გვიჭირს გავჩერდეთ, მოვუსმინოთ საკუთარ თავს და საკუთარ სხეულს. უამრავი მიზეზის გამო გადატვირთული ყოველდღიურობა, სმარტფონები, სოციალური ქსელები…
რთულია უბრალოდ ჩუმად დაჯდე და დაინახო, რა ხდება შენში. 

რატომ გაქვს ამდენი და ასეთი ფიქრები?
რატომ გრძნობ ისე, როგორც გრძნობ?
რატომ იღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს? .

ამის გასაგებად უბრალოდ უნდა გაჩერდე გაჩუმდე და დააკვირდე შენთავს, 

„სიჩუმის საათი“ სწორედ ის სივრცეა
სადაც საკუთარ თავზე გამოვცდით დაკვირვების ტექნიკას, მეთოდს,პრაქტიკულად და თეორიულად გავიაზრებთ და გავარჩევთ.

ეს მედიტაციის ტექნიკა, დაგვეხმარება ყურადღების გაწრთობაში, გონების დაწყნარებაში, დამშვიდებაში, საკუთარი ავტომატური რეაქციების შემჩნევაში, შევძლებთ ყურადღების გარედან შიგნით დაბრუნებას. 

მხოლოდ დაკვირვებით შევძლებთ დავინახოთ რელურად როგორები ვართ, რატომ არის ჩვენი ცხოვრება ისეთი როგორიც არის. 
რა არის გარედან მოწებებული, რა არის არასაჭირო ჩვენთვის,რისგან უნდა განვთავისუფლდეთ,
გავარჩიოთ ერთმანეთისგან ის რისი შეცვლაც შეგვიძლია, იმსიგან რასაც ვერ შევცვალით და მივიღოთ ისეთად როგორიც არის.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს:ნებისმიერი პრაქტიკის წარმატება განპირობებულია რეგულარულობით, მხოლოდ ასე შეიგრძნობ ნამდვილ შედეგს. 

 

🧘‍♂️ მედიტაციას წაიყვანს: ირაკლი მურადაშვილი.

• 1 საათი მჯდომარე მედიტაცია
• დანარჩენი საათები ტექნიკის გარჩევა,
კითხვები,პასუხები,გამოცდილების გაზიარება 🙏🏻☺️

დასწრება დონაციით 🙏🏻

 

ფოტო და ვიდეო

სიჩუმის ერთი საათი

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება