“ომი ჩვენი არჩევანი არ იყო. მაგრამ ჩვენ მივიღეთ ბრძოლა. და თავად ღმერთი ჩვენს მხარესაა. ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა მტრის დასამარცხებლად.” ვალერი ზალუჟნი
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ეს თავდასხმა იყო აგრესიული ომის კულმინაცია, რომელიც რუსეთმა 10 წლის წინ წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის ოკუპაციასთან ერთად 2014 წელს.
სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ორი წლის განმავლობაში უკრაინელმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა სიმამაცის, გამბედაობის, გამძლეობისა და ერთიანობის მაგალითები სასტიკი, რიცხობრივად აღმატებული მტრის წინაშე.
ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ და შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რა ფასად არის შეძენილი ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ბედნიერი და მშვიდობიანი მომავალი და მთელი ცივილიზებული სამყაროს სიმშვიდე.
24 თებერვალს, ყველას ვიწვევთ შემოუერთდნენ ჩვენს ღონისძიებას, რომელიც ტარდება სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით.