Oliver JR! თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
Oliver JR!

Oliver JR!

Oliver JR!
114 Akaki Tsereteli Ave
ბილეთის ფასი
დან70
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

ბრიტანულ-ქართული აკადემია წარმოგიდგენთ მიუზიკლ Oliver JR!- ს ჩარლზ დიკენსის კლასიკური რომანის, „ოლივერ ტვისტის“, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და აღიარებულ ადაპტაციას. მისი პრემიერა 1960 წელს ლონდონის უესტ-ენდზე, ხოლო 1963 წელს ბროდვეიზე შედგა. ეს „Tony“-სა და „Olivier”-ის პრემიების მფლობელი შედევრი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მიუზიკლებს შორის, რომლის კინოადაპტაციამაც „ოსკარი“ მოიპოვა ნომინაციაში- საუკეთესო ფილმი.


სპექტაკლის სიუჟეტი მე-19 საუკუნის ვიქტორიანულ ინგლისში გვამოგზაურებს და მოგვითხრობს გულუბრყვილო ობოლი ბიჭის, ოლივერ ტვისტის შესახებ. მისი თავგადასავალი მაშინ იწყება, როდესაც პირქუში თავშესაფრიდან მას შემდეგ აძევებენ, რაც გაბედავს და საჭმლის დამატებას ითხოვს ცნობილი ფრაზით: „გეთაყვანთ, სერ, კიდევ მინდა“.


საკუთარი ადგილის ძიებაში ოლივერი ლონდონში ხვდება, სადაც ქურდბაცაცების მეგობრულ ჯგუფსა და მათ ლიდერს, ფეიგინს უერთდება. თუმცა, ბიჭი მალევე ხვდება, რომ კრიმინალური სამყარო მისი ბუნებისთვის უცხოა. უამრავი სირთულის მიუხედავად, ოლივერი საბოლოოდ ახერხებს, იპოვოს ნამდვილი სახლი და ცხოვრება, რომელიც თავიდანვე მისი ხვედრი იყო.

ფოტო და ვიდეო

Oliver JR!

ადგილი

თეატრი სახელოსნო 42
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, TBILISI FACTORY - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება