Nugara — Nuoro Jazz 2021-ის ტრიო, რომელმაც დებიუტით Point of Convergency (2023) საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მათი ახალი ალბომი The Last Question (2025) აერთიანებს თანამედროვე ჯაზს, ლირიკულ მელოდიებსა და კოსმოსურ ატმოსფეროებს, შთაგონებულს ისააკ აზიმოვის ფანტასტიკური ხედვებით. ამჯერად ტრიოს უერთდება საქსოფონისტი თამარა რთველიაშვილი, რომელიც ბენდს ახალ ინტენსივობასა და ფერადოვნებას სძენს.
შემადგენლობა:
ფრანჩესკო ნეგრი – კლავიში
ვიდენ სპასოვი – კონტრაბასი
ფრანჩესკო პარსი – დრამი
თამარა რთველიაშვილი – საქსოფონი
გაითვალისწინეთ, რომ 22:30 ის შემდეგ რეზერვაცია უქმდება, დაგვიანების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება