2 ივლისს, 21:00 კაფე მზიურში ნაჩვენები იქნება კოტე კალანდაძის ფილმი - "არავინ არ ჩანს".
ფილმის შესახებ: ![]()
42 წლის აჩიკო თბილისის გარეუბანში მარტო ცხოვრობს და უკვე 10 წელია რაც თავის ძმასთან, გოგასთან ერთად, სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაშია ჩართული. ეს სისტემა მას ყოველდღიურ რუტინას სთავაზობს, მაგრამ გამოჯანმრთელების იმედს არ უტოვებს. აჩიკო თავისებურად ცდილობს გაუმკლავდეს ყოფით სირთულეებს და გაუსაძლის მარტოობას, მისი მთავარი გულშემატკივარი კი 8 წლის ძმისშვილი ელენეა. აჩიკოსთვის ფეხზე დადგომის ყოველი მცდელობა, იქნება ეს სოციალური დახმარების მიღება თუ სამსახურის პოვნა, მარცხით სრულდება, თუმცა ის მაინც არ ნებდება. უკრაინაში ომი მძვინვარებს, საქართველო გზაგასაყარზეა, აჩიკოს კი ფიქრობს, რა უნდა ქნას იმისთვსის, რომ მისი ცხოვრება შეიცვალოს?!
რეჟისორი: კოტე კალანდაძე
ჟანრი: დოკუმენტური
ხანგრძლივობა: 75 წუთი
ქვეყანა: საქართველო/ საფრანგეთი
წელი: 2025
დასწრება თავისუფალია,
სივრცე #ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეებისთვის.
მზიურის კინოჩვენებები იმათება თიბისის მხარდაჭერით
პროექტის მიზანია:
კინოს მეშვეობით აქტუალური თემების განხილვა სხვადასხვა თაობის მაყურებელთან
ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების ჩართვა და მაყურებელთან უშუალო დიალოგის წახალისება
თანამედროვე ქართული საავტორო კინოს პოპულარიზაცია და ბოლო წლების მნიშვნელოვანი ფილმების ჩვენება
მერიის აუქციონის პირობები არ გამოქვეყნებულა. ვაგრძელებთ მუშაობას.